დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენით გაზის ტრანსპორტირება 4,6%-ით გაიზარდა

ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენით გაზის ტრანსპორტირება 4,6%-ით გაიზარდა

17-07-2024 19:00:00

2024 წლის იანვარ-ივნისში აზერბაიჯანის მაგისტრალური გაზსადენებით 20 მილიარდ 540,7 მლნ კუბ/მ გაზის ტრანსპორტირება განხორციელდა.

როგორც აზერბაიჯანული მედია ქვეყნის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტზე დაყრდნობით იუწყება, 2024 წლის პირველ ნახევარში მაგისტრალური გაზსადენებით ტრანსპორტირება 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,3%-ით გაიზარდა.

საანგარიშო პერიოდში გაზის ტრანსპორტირების 55,6% განხორციელდა სამხრეთ კავკასიის მილსადენის ბაქო-თბილისი-ერზრუმის გავლით.

ირკვევა, რომ ამ მილსადენით 11 მილიარდ 418,9 მლნ კუბ/მ გაზი გადაიტანა მოხდა, რაც 4,6%-ით მეტია 2023 წლის პირველ ნახევარში დაფიქსირებულ მაჩვენებლებთან.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები