დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბაქო-თბილისი-ერზრუმის გავლით გაზის ტრანსპორტირება გაიზარდა

ბაქო-თბილისი-ერზრუმის გავლით გაზის ტრანსპორტირება გაიზარდა

18-09-2024 10:00:00

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში აზერბაიჯანის მაგისტრალურ გაზსადენებზე გაზის გადატუმბვამ 26 მილიარდ 476,3 მლნ კუბური მეტრი გაზი შეადგინა, რაც 2,3%-ით ჩამორჩება გასული წლის 8 თვის მაჩვენებელს.

ამის შესახებ აზერბაიჯანულიმედია სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.

ამავდროულად, სამხრეთ კავკასიის მილსადენის (ბაქო-თბილისი-ერზრუმი) მთლიანი გაზის ტრანსპორტირების 56,2%-ს შეადგენდა.

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ამ მილსადენით 14 მილიარდ 875,8 მლნ კუბური მეტრი გაზი იყო ამოტუმბული, რაც 2%-ით მეტია 2023 წლის რვა თვის მაჩვენებელზე.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები