დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბაკალავრიატზე, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაზე სწავლება შესაძლოა, ნაწილობრივ ელექტრონული გახდეს

ბაკალავრიატზე, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაზე სწავლება შესაძლოა, ნაწილობრივ ელექტრონული გახდეს

22-02-2024 12:33:00

ბაკალავრიატში, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში ნაწილობრივ იქნება დაშვებული ელექტრონული სწავლება, - ამის შესახებ ნათქვამია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებებში, რომელიც მთავრობამ პარლამენტში უკვე წარადგინა. 

საკანონმდებლო ცვლილებით, განისაზღვრება დისტანციური ფორმით პროფესიული პროგრამების განხორციელების შესაძლებლობა; 

- დაკორექტირდება ელექტრონული სწავლების ცნება და ჩამოყალიბდება ახლებურად;

- ბაკალავრიატში, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში ნაწილობრივ იქნება დაშვებული ელექტრონული სწავლება;

- შესაძლებელი იქნება, მაგისტრატურაზე სწავლა განხორციელდეს სრულად ელექტრონულად, იმ შემთხვევაში, თუ პროგრამა ხელახლა გაივლის აკრედიტაციას;

- განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი დაადგენს სწავლის სფეროების ჩამონათვალს, სადაც შესაძლებელი იქნება ელექტრონული სწავლების კომპონენტის ნაწილობრივ ან სრულად გამოყენება; 

- შესაძლებელი იქნება არანაკლებ 60 კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამის (გარდა რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამებისა) შემუშავება, რომლის დასრულებაც სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების საფუძველი არ იქნება;

- არანაკლებ 60 კრედიტიან სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობა არ იქნება საერთო სამაგისტრო გამოცდა; 

- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახეებიდან ამოღებულ იქნება სასწავლო უნივერსიტეტი და უნივერსიტეტის ტერმინი ჩამოყალიბდება ახალი რედაქციით; 

- იურიდიული პირები საავტორიზაციო განაცხადს მთავრობის მიერ კონცეფციის მოწონების გარეშე ვერ წარადგენენ; 

- სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის/სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, ავტორიზაციის საბჭო, სამედიცინო აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის (რომელზეც აკრედიტაციის ფარგლებში სტუდენტთა ზღვრული რაოდენობა არ არის განსაზღვრული) განხორციელების შემთხვევაში, განსაზღვრავს აღნიშნულ პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრულ რაოდენობას; 

- სსიპ - უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცემათ საშუალება თავად განსაზღვრონ სადისერტაციო საბჭოების ფორმირების წესი; 

- ავტორიზაციის საბჭოს ექნება უფლებამოსილება, სტუდენტთა მიღების უფლება შეზღუდოს არა მხოლოდ დაწესებულების, არამედ უმაღლესი განათლების საფეხურების მიხედვითაც; 

- დარეგულირდება დეკანის მოვალეობის შემსრულებლის არაუმეტეს 6 თვის ვადით დანიშვნის საკითხი.

ცვლილებები იგეგმება ასევე, „პროფესიული განათლების შესახებ“კანონში, საკანონმდებლო ცვლილებით:

- დაზუსტდება, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა არის საბაზო ან სრული ზოგადი განათლების საფეხურის დაძლევა; 

- განისაზღვრება, რომ საქართველოს მთავრობა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს პროფესიული სტუდენტის მიერ სტუდენტური ფასდაკლების მიღების წესს; 

- პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც ავტორიზაციის გავლა უწევთ 2026 წლის პირველ იანვრამდე, მიეცემათ უფლება, საავტორიზაციო განაცხადით მიმართონ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 2026 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი გრაფიკით. ამ პერიოდში ისინი ჩაითვლებიან ავტორიზებულებად; 

- პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის შეცვლამდე არსებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შემთხვევაში, დაწესებულებისთვის სავალდებულო იქნება, ამ პროგრამაზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებს სწავლა დაასრულებინოს და მიანიჭოს აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული კვალიფიკაცია; 

- განისაზღვრება, რომ საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებისა და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ერთობლივად განხორციელებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა შეიძლება, არ დაეფუძნოს პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტს;

 - შეიქმნება საკანონმდებლო საფუძველი ერთობლივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შემთხვევაში კურსდამთავრებულებზე ერთობლივი დიპლომის ან/და დიპლომების გაცემისა.
ცვლილებები მზადდება „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონშიც, რომლის მიხედვითაც:

- დირექტორის მოადგილის შვებულების, მივლინების, დროებითი შრომისუუნარობის, თანამდებობიდან გათავისუფლების ან თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში, სკოლის დირექტორს ექნება უფლებამოსილება, სკოლის სხვა თანამშრომელს დააკისროს მის მიერ მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, დირექტორის მოვალეობის შესრულება; 
- დარეგულირდება საჯარო სკოლის მასწავლებლის 2024 წლის საშვებულებო ანაზღაურების საკითხი, 2024 წლის 1 ივლისიდან ასამოქმედებელი ახალი სახელფასო ფორმულის შესაბამისად; 

- მაღალმთიან დასახლებაში არსებული საჯარო სკოლის მასწავლებლისთვის სახელმწიფო უზრუნველყოფს დანამატის მიცემას მაღალმთიან დასახლებაში არსებული საჯარო სკოლის პრაქტიკოსი, მაძიებელი და უსტატუსო მასწავლებლის საბაზო თანამდებობრივი სარგოს (405 ლარის) არანაკლებ 35 %-ის ოდენობით. 

ცვლილებები შევა „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისა და ლეგალიზაციისათვის განსაზღვრული საფასური თანაბრად გაიყოფა სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 2026 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი გრაფიკით. ამ პერიოდში ისინი ჩაითვლებიან ავტორიზებულებად; 

- პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის შეცვლამდე არსებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შემთხვევაში, დაწესებულებისთვის სავალდებულო იქნება, ამ პროგრამაზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებს სწავლა დაასრულებინოს და მიანიჭოს აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული კვალიფიკაცია; 

- განისაზღვრება, რომ საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებისა და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ერთობლივად განხორციელებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა შეიძლება, არ დაეფუძნოს პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტს;
 - შეიქმნება საკანონმდებლო საფუძველი ერთობლივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შემთხვევაში კურსდამთავრებულებზე ერთობლივი დიპლომის ან/და დიპლომების გაცემისა.
ცვლილებები მზადდება „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონშიც, რომლის მიხედვითაც:

- დირექტორის მოადგილის შვებულების, მივლინების, დროებითი შრომისუუნარობის, თანამდებობიდან გათავისუფლების ან თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში, სკოლის დირექტორს ექნება უფლებამოსილება, სკოლის სხვა თანამშრომელს დააკისროს მის მიერ მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, დირექტორის მოვალეობის შესრულება; 

- დარეგულირდება საჯარო სკოლის მასწავლებლის 2024 წლის საშვებულებო ანაზღაურების საკითხი, 2024 წლის 1 ივლისიდან ასამოქმედებელი ახალი სახელფასო ფორმულის შესაბამისად; 

- მაღალმთიან დასახლებაში არსებული საჯარო სკოლის მასწავლებლისთვის სახელმწიფო უზრუნველყოფს დანამატის მიცემას მაღალმთიან დასახლებაში არსებული საჯარო სკოლის პრაქტიკოსი, მაძიებელი და უსტატუსო მასწავლებლის საბაზო თანამდებობრივი სარგოს (405 ლარის) არანაკლებ 35 %-ის ოდენობით. 

ცვლილებები შევა „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისა და ლეგალიზაციისათვის განსაზღვრული საფასური თანაბრად გაიყოფა სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შორის. 

„უმაღლესი განათლების შესახებ“  კანონში შესატანი ცვლილებით კი დარეგულირდება უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების საკითხი. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები