საქართველოს ბიზნეს ასოციაციის უმნიშვნელოვანესი ბიზნეს კონფერენცია გაიმართება ხვალ, როგორ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტთან ერთად გახსნის. შემდგომ კი საქართველოს მთავრობის წევრების მონაწილეობით და ბიზნეს კომპანიების ხელმძღვანელების მონაწილეობით იქნება უმნიშვნელოვანესი პანელი. მაქვს პატივი, რომ ვიყო აღნიშნული პანელის მოდერატორი, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.
რუბრიკის მთავარი თემა კი კონფერენცია იყო, რომლის ფარგლებშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიზნესს ღია სივრცეში მეორედ შეხვდება.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია გარდა იმისა, რომ უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებს იმ კუთხით, რომ უზრუნველყოფს მაღალი რანგის დიალოგს ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის, ასევე აქვეყნებს საინტერესო კვლევას BAG ინდექსი, რომელიც სწავლობს რამდენიმე კომპონენტს მის წევრ კომპანიებს შორის. ხოლო მისი წევრები შეიძლება ითქვას, რომ არიან საქართველოს ეკონომიკის 75%-ზე მეტი - საქართველოს ეკონომიკის შემქმნელები.
გავაკეთოთ BAG ინდექსი მოკლე მიმოხილვა: BAG-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციით და ჩვენც ექსკლუზიურად ვავრცელებთ ამ ინფორმაციას. ამ მონაცემების საფუძველზე შეგვიძლია შევადაროთ პირველი (25,5%) და მესამე კვარტლის (44,8%) მონაცემები ერთმანეთს. სახეზეა გაუმჯობესების მაჩვენებელი. ანუ ბიზნესისთვის ხელსაყრელია ის ბიზნესგარემო, რომელიც ქვეყანაში არის ფორმირებული.
BAG ინდექსი მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს BAG დასაქმების ბარომეტრი, და თუ ავიღებთ პირველი კვარტლის (19,1%) მონაცემებს და შევადარებთ მესამე კვარტალთან (28,9%), სახეზეა მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.
მოგეხსენებათ, რომ ამ პერიოდში ყველა საფინანსო ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში დასაქმების მაჩვენებელი არის განსაკუთრებულად გაზრდილი, ხოლო უმუშევრობის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმზეა.
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დასაქმებაზე, ავტომატურად მოდის ხელფასების თემაც. თუ ხელფასების ზრდის დინამიკას დავაკვირდებით და შევხედავთ პირველი, მეორე და მესამე კვარტლების მაჩვენებელს ზრდა არის. მაგალითად მესამე კვარტალში კომპანიების 40%-მა გაზარდა ხელფასები.
საინტერესოა, რომ მეოთხე კვარტლის პროგნოზით 34%-ი იქნება, სადაც ხელფასები გაიზრდება. შესაბამისად ხელფასების ზრდის ნაწილში გაქვს პოზიტიური დინამიკა. როდესაც ჩვენ მსოფლიო ბანკის კვლევაზე ვსაუბრობდით სიღარიბის შემცირების ისტორიულ მაჩვენებელზე საქართველოში, რომელსაც მსოფლიო ბანკ აფასებს და არა რომელიმე ადგილობრივი ორგანიზაცია, თუმცა ადგილობრივი ორგანიზაციებიც ავტორიტეტულია ამ კუთხით, როდესაც შემოსავლები იზრდება ეს აუცილებლად უზრუნველყოფს შემოსავლების შემცირების კომპონენტს.
BAG ინდექსში გაქვს ასევე მესამე კვარტლის მონაცემები მოლოდინები ინვესტიციებთან მიმართებაში. ანუ როგორი იქნება პოტენციურად მესამე კვარტალში გაკეთებული პროგნოზი თუ შემდგომ როგორ მივიღებთ ინვესტიციებს (58%-ი გაზრდა, 35%-ი უცვლელი, 7%-ი შემცირება). როდესაც ვსაუბრობთ ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესებაზე, ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესება უნდა გადაითარგმნოს რაღაც კომპონენტში და ეს კომპონენტი არის ინვესტიციები. 58%-ის შემთხვევაში მოლოდინი პოზიტიურია. 35%-ი კი აღნიშნავს, რომ ინვესტიციებს ნაწილი უცვლელად იქნება.
ბოლო კომპონენტი ყოველთვის არის ხოლმე გარკვეული ტიპის პრობლემა. რამდენიმე კომპონეტია, მაგრამ ჩვენ ორი ძირითადი კომპონენტი გამოვიტანეთ: სპეციალისტების ნაკლებობა - 54% და სამუშაო ძალის ნაკლებობა - 42%.
ერთგვარი პარადოქსია ამ შემთხვევაში, რომ მიუხედავად შემცირებისა საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი მაინც მაღალია. თუმცა მეორეს მხრივ არსებობს სპეციალისტების პრობლემა და ქვეყანაში დგას კვალიფიციური სამუშაო ძალის პრობლემა. კარგია, რომ ამ კონფერენციას დაესწრება განათლების მინისტრიც და ამ ერთგვარ პარადოქსსაც მიმოვიხილავთ. ფაქტია, რომ ჩვენთან ბიზნესს აქვს რესურსი დაასაქმოს უფრო მეტი, უბრალოდ საჭიროა შესაბამისი კადრებით უზრუნველყოფა“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
უახლესი