დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბადაგონის სახლში ,,შუამთის ფესტივალი“ გაიმართება

ბადაგონის სახლში ,,შუამთის ფესტივალი“ გაიმართება

26-06-2023 14:00:27

 

შუამთის ტყე-პარკის სარეკრეაციო ზონის ოფიციალურ გახსნასთან დაკავშირებით, 8 ივლისს, ,,შუამთის ფესტივალი" გაიმართება. ღონისძიებას ,,ბადაგონის სახლი შუამთაში“ მასპინძლობს.

როგორც კომპანიიდან Business Insider Georgia- აცნობეს, ღონისძიებასთან დაკავშირებით დაგეგმილია სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებითი და სპორტული აქტივობები, რაც საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს მდგრადი ტურიზმის განვითარებას, ტრადიციული კახური სამზარეულოსა და ადგილობრივი ხელსაქმის პოპულარიზაციას.

„ფესტივალის ჩატარება დავამთხვიეთ შუამთის ტყე-პარკის გახსნას, რომლის დაგეგმარება და მოწყობა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა. დილიდან ჩატარდება სპორტული, გასართობი და შემეცნებითი აქტივობები, სამაგიდო თამაშები, გასტრონომია და სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

მთელი დღე სასიამოვნო სიურპრიზებით იქნება დატვირთული. სტუმრებს დახვდებათ არაჩვეულებრივი გარემო, სადაც შეძლებენ დააგემოვნონ ,,ბადაგონის“ ღვინოები და სხვადასხვა ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელი. საღამოს კი მოეწყობა მუსიკალური ღონისძიება ელექტრონული მუსიკის ცნობილი ქართველი დიჯეების მონაწილეობით. მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ტურიზმის მდგრად განვითარებას, ჩვენი კულტურისა და ტრადიციების, ქართული გასტრონომიის წარმოჩენას და პოპულარიზაციას“, - აცხადებენ კომპანიაში.

ცნობისთვის, ,,ბადაგონის სახლი შუამთაში“ მდებარეობს კახეთში, მე-16 საუკუნის, შუამთის მონასტერთან ახლოს. რესტორანი ჩაფლულია შუამთის ულამაზეს ტყეში, სადაც უგემრიელესი ქართული ტრადიციული კერძები თანამედროვე შტრიხებით, ,,ბადაგონის“ საუცხოო ღვინოები და საავტორო კოქტეილები მრავალფეროვნება დაუვიწყარ განწყობას ქმნის.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები