მიწოდების ჯაჭვის შეფერხებამ, ჰუსიტების შეტევამ წითელ ზღვაში საკონტეინერო გემებზე, ბოლო კვირებში ყველაზე რთულ მარშრუტებზე, როგორიცაა აზია-ევროპა, გამოიწვია ტვირთების ტარიფების დაახლოებით 300%-ით მატება. ტარიფები შესაძლოა, კვლავ გაორმაგდეს.
ამის შესახებ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-ი პროგნოზირებს, რომლის თანახმადაც გლობალური საზღვაო ვაჭრობის დაახლოებით 10% გადის ამ მარშრუტზე.
ბევრი გადამზიდავი კომპანია პრიორიტეტს ანიჭებს უსაფრთხოებას და ან აჩერებს მარშრუტებს წითელი ზღვისა და ადენის ყურეში, ან გადადის გრძელ მარშრუტზე იმედის კონცხის გარშემო.
საკონტეინერო გემების ტონაჟი, რომელიც გადაკვეთს წითელ ზღვას, მკვეთრი კორექტირებას განიცდის, დეკემბრის მეორე ნახევარში პირველ ნახევართან შედარებით 80%-ზე მეტით შემცირდა.
Clarksons Research-ის თანახმად. აფრიკის ირგვლივ სატრანზიტო დროის გაზრდა, იწვევს საწვავისა და ეკიპაჟის ხარჯების ზრდას და არღვევს მიწოდების ჯაჭვებს. მაგალითად, იმედის კონცხის გავლით საკონტეინერო გემის მარშრუტი, როგორც წესი, დამატებით 10 დღით ხანგრძლივდება აღმოსავლეთ აზია-ჩრდილოეთ ევროპის მარშრუტზე და ორი კვირით აღმოსავლეთ აზია-ხმელთაშუა ზღვის მარშრუტზე.
გაზრდილი დროსა და გადაზიდვის ქსელის შეფერხებების გამო, გაურკვევლობასთან ერთად, საკონტეინერო გემებისთვის გადაზიდვების ბაზარი შემცირდა.
სატვირთო ტარიფების ზრდა ოკეანის ლაინერებს, 2023 წელს გადაზიდვების შემოსავლის მკვეთრი ვარდნის შემდეგ, შემოსავლებს მოუტანს.
„ტარიფები მკვეთრად ნორმალიზდება პანდემიით გამოწვეული რეკორდული ვარდნის შემდეგ“, - პროგნოზირებს S&P. „ჩვენ ველით, რომ ექსპედიტორები და ავიაკომპანიები ასევე მიირებენ არაპირდაპირ ფინანსურ სარგებელს“, - ნათქვამია მოხსენებაში.
მიუხედავად ტარიფების ზრდისა, S&P არ ელის, რომ ტვირთის ხარჯები COVID-ის დროს არსებულ პიკს მიაღწევს; მოსალოდნელია საკონტერინერო გადაზიდვების ტარიფები შემცირდეს წლის მეორე ნახევრიდან.
„ეკონომიკური მდგომარეობა ახლა სრულიად განსხვავებულია, ვიდრე 2020-2021 წლებში, როდესაც საკარანტინო პერიოდში საქონელზე მომხმარებელთა მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალი იყო და მთავრობის მხარდაჭერის ზომებით სტიმულირებული. დღეს მატერიალურ საქონელის ტრანსპორტირების ხარჯები შედარებით სუსტია და უფრო დაბალანსებულია სერვისებთან მიმართებით. ჩვენ ასევე არ ველით მიწოდებისა და მოთხოვნის ბალანსის შენარჩუნებას საკონტეინერო გადაზიდვების ბაზარზე ახალი გემების მნიშვნელოვანი მიწოდების გამო. ამჟამინდელი შეკვეთები, რომელიც, Clarksons Research-ის თანახმად, წარმოადგენს მთლიანი გლობალური ფლოტის 27%-ს, ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ მთლიანი სიმძლავრე საკონტეინერო გემების რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს 7-8%-ით ამ წლის განმავლობაში (იგივე ტემპით, როგორც 2023 წელს)“, - ნათქვამია S&P-ის ანგარიშში.
ტანკერებსა და თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) გადამზიდავებს, რომლებიც ატარებენ რუსული ნავთობისა და კატარის გაზს, როგორც ჩანს, ჰუტისები თავს არ ესხმიან.
„ვიმედოვნებთ, რომ საუდის არაბეთი, მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე შეძლებს ნავთობისა და გაზის გადამისამართებას ევროპაში იანბუს ტერმინალით, რომლის სიმძლავრეც დღეში 7,5 მილიონი ბარელია. კატარის წილი ევროპაში თხევადი გაზის იმპორტში 12%-ია, თუმცა იმედის კონცხის შემოვლით გადაზიდვები გაცილებით ძვირია. თუმცა ადანის ყურეში გაზის დეფიციტის რისკები დაბალია. რაც შეეხება ნავთობს, ეს ამ მარშრუტზე საერთო მოხმარების 3%-ის გადაზიდვა ხდება. 17 იანვრის მდგომარეობით, 1000 კუბური მეტრი თხევადი გაზის ფასი ევროპაში $8-ია, რაც 6 თვის მინიმუმია 2021 წლის შემდეგ ევროპაში არსებულ ენერგეტიკულ კრიზისამდე“, - ნათქვამია S&P -ის ანგარიშში.
უახლესი
17 წუთის წინ
კიბერრჩევები შავი პარასკევისთვის