დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აზერბაიჯანმა საქართველოში ინვესტიციები 30-ჯერ გაზარდა

აზერბაიჯანმა საქართველოში ინვესტიციები 30-ჯერ გაზარდა

12-03-2024 13:12:00

აზერბაიჯანმა 2023 წელს საქართველოში 53,6 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, რაც  წლიურ ჭრილში 31,5-ჯერ მეტია. ამის შესახებ საქსტატის ანგარიშშია ნათქვამი. 

აზერბაიჯანის წილმა საქართველოში უცხოური ინვესტიციების მთლიან მოცულობაში 2023 წელს 3,4% შეადგინა.

გასულ წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 მლრდ 594,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 24%-ით ნაკლებია.

2023 წელს საქართველოში მთავარი უცხოელი ინვესტორი დიდი ბრიტანეთი იყო - $392 მილიონი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები