დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აზერბაიჯანმა და უზბეკეთმა შუა დერეფნის გასწვრივ, რომლის მოთამაშე საქართველოცაა, ტვირთბრუნვის გაზრდის საკითხი განიხილეს

აზერბაიჯანმა და უზბეკეთმა შუა დერეფნის გასწვრივ, რომლის მოთამაშე საქართველოცაა, ტვირთბრუნვის გაზრდის საკითხი განიხილეს

14-02-2023 11:30:23

აზერბაიჯანმა და უზბეკეთმა, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის, ასევე მულტიმოდალური სატრანსპორტო მარშრუტის CASCA +-ის ფარგლებში ტვირთების გადაზიდვის მოცულობის ზრდის საკითხი განიხილეს.

CASCA +, 6 ქვეყნის სარკინიგზო სტრუქტურების მონაწილეობით (აზერბაიჯანი, საქართველო, ყირგიზეთი, თურქმენეთი, თურქეთი, უზბეკეთი) შეიქმნა.

აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტროში განაცხადეს, რომ ეს საკითხი აზერბაიჯანსა და უზბეკეთს შორის სატრანსპორტო და სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განიხილეს, რომელიც დღეს ბაქოში გაიმართა.

შეხვედრაზე სატრანსპორტო პირობების გაუმჯობესებასა და ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხებზე იმსჯელეს.

უზბეკეთის დელეგაცია ტრანსპორტის მინისტრის მოადგილის აბდუსამატ მუმინოვის ხელმძღვანელობით 13-15 თებერვალს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება.

ტრანსკასპიური მარშრუტი (შუა დერეფანი) საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანია, რომელიც ჩინეთსა და ევროპის ქვეყნებს ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით აკავშირებს.

TMTM -ის ასოციაციის წევრია 8 ქვეყნის 20 კომპანია, მათ შორის რკინიგზის ადმინისტრაციები, პორტები, გადაზიდვები და ლოგისტიკური კომპანიები.

შუა  დერეფნით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები