დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ავტომობილების რეექსპორტი 351%-ით გაიზარდა - რა გააქვს საქართველოს ექსპორტზე

ავტომობილების რეექსპორტი 351%-ით გაიზარდა - რა გააქვს საქართველოს ექსპორტზე

19-05-2023 11:58:21

საქსტატის საგარეო ვაჭრობის 4 თვის მონაცემებით, იანვარ-აპრილში საქართველოდან უცხოეთში $1.96 მილიარდის ღირებულების საქონელი გავიდა, რაც წინა წელთან შედარებით 23.6%-ით მეტია.

ექსპორტირებულ საქონელს შორის პირველ ადგილზე კვლავ მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტია, რამაც $595 მილიონ დოლარს მიაღწია, ერთ წელიწადში ზრდა 351%-ით მეტია.

ექსპორტში მეორე ადგილზეა სპილენძის მადნები. ექსპორტმა $258 მილიონი შეადგინა. ამ საქონლის ექსპორტი წლიურად 29%-ით არის შემცირებული.

საქართველოს 10 უმსხვილესი საქონლის ექსპორტი:

1. მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი - 595 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 351%;
2. სპილენძის მადნები - 258 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 29%;
3. ფეროშენადნობები - 84 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 57%;
4. ღვინოები - 79 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 30%;
5. აზოტოვანი სასუქები - 70 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 45%;
6. სპირტიანი სასმელები - 54 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 84%;
7. მინერალური წყლები - 39 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 1%;
8. თხილი და სხვა კაკალი - 32 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 14%;
9. ოქრო - 32 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 12%;
10. გაზიანი სასმელები, შაქრიანი და უშაქრო - 31 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 89%.

უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებს, მათ შორის პირველია სომხეთი $281 მილიონით, მეორეა $262 მილიონით აზერბაიჯანი, მესამე კი $226 მილიონით რუსეთის ფედერაციაა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები