დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ავიაკომპანია Air Astana-ს ზამთრის განრიგი თბილისიდან ყაზახეთსა და აზიაში

ავიაკომპანია Air Astana-ს ზამთრის განრიგი თბილისიდან ყაზახეთსა და აზიაში

25-10-2024 14:13:00

მიმდინარე წლის ზამთრის სანავიგაციო სეზონზე ყაზახური ავიაკომპანია Air Astana ალმათი-თბილისი-ალმათის საჰაერო ხაზზე ოპერირებას 4 სიხშირით განახორციელებს. აღნიშნულ მარშრუტზე რეისები ნოემბერში კვირის განმავლობაში ყოველ ორშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და კვირას შესრულდება, ხოლო 10 დეკემბრიდან – სამშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და კვირას. თბილისიდან ალმათის მიმართულებით ფრენის ხანგრძლივობა 3 საათი 40 წუთია.

როგორც ავიაკომპანიაში განმარტავენ, თბილისიდან ალმათის მიმართულებით ფრენები კომფორტულად   უკავშირდება Air Astana-ს შიდა რეისებს ყაზახეთში, ასევე ავიაკომპანიის პოპულარულ მარშრუტებს აზიაში, მათ შორის ფუკუოკის  (ვიეტნამი), პეკინის, სეულის, ბანგკოკის და ფჰუკეტის მიმართულებით. ფუკუოკი არის ახალი მიმართულება  Air Astana -ს მარშრუტების ქსელში და ვიეტნამის უდიდესი კუნძული. ეს “მარგალიტის კუნძული” მდებარეობს სიამის ყურეში და ცნობილია თავისი თვალწარმტაცი სანაპიროებითა და ბუნებით, რომელიც სილამაზით არ ჩამოუვარდება ბალისა და ფჰუკეტს.

3 საათზე ნაკლები, მოკლე გადაჯდომით ალმათში Air Astana უზრუნველყოფს აზიაში თქვენს მჭიდრო კავშირებს და გადაადგილებას კომფორტულ Airbus 320/321LR -ებით.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები