დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აუცილებლად უნდა გავხდეთ ევროპული ოჯახის ღირსეული წევრები -  ცოტნე ივანიშვილი

აუცილებლად უნდა გავხდეთ ევროპული ოჯახის ღირსეული წევრები - ცოტნე ივანიშვილი

29-04-2024 18:24:00

საერთო სახალხო შეკრებას ცოტნე ივანიშვილი შეუერთდა. ამჟამად ის ფილარმონიასთან, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან ერთად იმყოფება, საიდანაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიისკენ მიემართება.

„ჩემი პოზიცია არის, რომ აუცილებლად უნდა გავხდეთ ევროპული ოჯახის ღირსეული წევრები. ამისთვის ვარ დღეს აქ. ყველა ახალგაზრდას მოვუწოდებ, რომ მხარი დაგვიჭიროს“, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.

20:00 საათზე პარლამენტთან საყოველთაო სახალხო შეკრება გაიმართება.

ღონისძიების მთავარი გზავნილია - მამული, ენა, სარწმუნოება. მმართველი გუნდისთვის პრინციპულია იმის დემონსტრირება, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია.

რუსთაველის გამზირზე ხალხს სიტყვით მიმართავს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები