დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, Gulfood 2024-ში მონაწილეობისას გაჩნდა შანსი, რომ გალფის ქვეყნებსა და კანადაში ხიზილალა გავიტანოთ - Georgian Fish & Caviar

„აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, Gulfood 2024-ში მონაწილეობისას გაჩნდა შანსი, რომ გალფის ქვეყნებსა და კანადაში ხიზილალა გავიტანოთ - Georgian Fish & Caviar

26-02-2024 17:00:00

თევზსაშენი და ხიზილალის მწარმოებელი „ჯორჯიან ფიშ ენდ კავიარი“ (Georgian Fish & Caviar) ექსპორტზე გასასვლელად ემზადება. კომპანიამ “აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, სხვა 25 ქართულ კომპანიასთან ერთად მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე Gulfood 2024-ში პირველად მიიღო მონაწილეობა. 

როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა ლერი ჭიჭინაძემ განაცხადა, Gulfood 2024-დან გამომდინარე Georgian Fish & Caviar-ი ხიზილალის ექსპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან, საუდის არაბეთთან და კანადასთან. 

„დაწყებული გაქვს მოლაპარაკება რამდენიმე პოტენციურ კლიენტთან. თუმცა მოგეხსენებათ კონტრაქტების გაფორმება ასე სწრაფად არ ხდება, თუმცა აქტიურ მოლაპარაკებებში უკვე ვართ. 

ექსპორტთან დაკავშირებით, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში და კანადაში“, - აღნიშნა Georgian Fish & Caviar-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერმა.

Georgian Fish & Caviar-ი დღემდე საკუთარ პროდუქციას მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ყიდდა. 

„ფერმის მშენებლობა დაიწყო 2012 წლიდან, 2014 წლიდან კი საქმიანობა აქტიურ ფაზაში გადავიდა. ზოგადად ხიზილალის მიღება გრძელვადიანი პროცესია, თევზის გამოზრდას, ტექნოლოგიების ჩამოყალიბებას, ფერმის გამართვასა და გემოების დასმასაც კი დიდი დრო სჭირდება. ფერმა პროდუქციას აქამდე მხოლოდ საქართველოს ბაზარზე Georgian Fish & Caviar ბრენდით ყიდდა. ვაწარმოებდით საბითუმო გაყიდვებს ბრენდირების გარეშეც. ჩვენი წარმოება აჭარაში, სოფელ ხუცუბანში მდებარეობს.

თუმცა ადგილობრივი ბაზრის შემდეგ, ვიწყებთ აქტიურ მუშაობას, რომ ექსპორტზე გავიდეთ პრემიუმ ბაზარზე და მოვიცვათ რესტორნები, სასტუმროები - ჰორეკასექტორი. ასევე გაყიდვებს ვგეგმავთ პრემიუმ რითეილერებშიც“, - აღნიშნა ლერი ჭიჭინაძემ.

მისივე თქმით, კომპანიისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ თანამშრომლობა საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. 

„აწარმოე საქართველოში“ ახლა დავიწყეთ ურთიერთობა და საკმაოდ დაგვეხმარნენ ამ კონკრეტულ გამოფენაზე წარსადგომად. 

„ჩვენი ინტერესია, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ სხვადასხვა პროგრამები, რომელიც მხარს უჭერს ჩვენნაირ კომპანიებს წარმოების კუთხით, ექსპორტის მენეჯერების გადამზადების, თუ სერტიფიცირების მიმართულებით და ასე შემდეგ ძალიან ბევრი პროგრამაა, რომელიც ნამდვილად გამოგვადგება“, - აღნიშნა Georgian Fish & Caviar-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა. 

იგივე თემაზე: 

„აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით, 26 ქართული კომპანია მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაში - Gulfood 2024 მონაწილეობს

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები