დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, China International Import Expo-ზე 40-მდე ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი

„აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, China International Import Expo-ზე 40-მდე ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი

11-11-2024 13:35:00

5-10 ნოემბერს,  „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, 40-მდე ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო იმპორტის უმსხვილეს გამოფენაში - China International Import Expo (CIIE).
გამოფენა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ შანხაიში გაიმართა, სადაც საქართველო სამი პავილიონით იყო წარმოდგენილი, ესენია: ეროვნული, საკვებისა და სასმლის და საფეიქრო ინდუსტრიის პავილიონები. 

ჩინეთში საქართველოს დელეგაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე  ირაკლი ნადარეიშვილი ხელმძღვანელობდა. 

გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს მრავალფეროვან ისტორიას და კულტურას, უნიკალურ დამწერლობას, ღვინის წარმოების საუკუნოვან ტრადიციებს, ქვეყნის ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალს.

პარალელურად, ქართული კომპანიები წარმოადგენდნენ სხვადასხვა პროდუქციას: ალკოჰოლურ და არაალკოჰოლურ სასმელებს, აგროპროდუქტს, ტყავის ნაწარმს და აქსესუარებს, ტანსაცმელს და ა.შ. გამოფენის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაემყარებინათ საერთაშორისო კონტაქტები, რაც ხელს შეუწყობს მათ გაიტანონ პროდუქტი ექსპორტზე და გაზარდონ გაყიდვები. 

ბოლო წლებში საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის საქმიანი ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა. 2017 წელს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების, 2023 წელს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების და 2024 წელს უვიზო რეჟიმის მიღების შემდეგ, ჩინეთი ეტაპიბრივად საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად ჩამოყალიბდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველო China International Import Expo (CIIE)-ზე უწყვეტად, უკვე მეშვიდედ მონაწილეობდა.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები