ატირაუ-თბილისი-ატირაუ - 27 მაისიდან ყაზახური ავიაკომპანია AIR ASTANA თბილისის საერთაშორისოაეროპორტში ახალ მიმართულებას იწყებს. ავიაკომპანია ატირაუ-თბილისის მიმართულებით ფრენებსკვირაში სამი სიხშირით შეასრულებს.
ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე www.airastana.com უკვე შესაძლებელია.
გარდა ამისა, ცენტრალური აზიის უმსხვილესი ავიაკომპანია Air Astana ალმათიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ზაფხულის სეზონზე, კვირაში 9 სიხშირით შეასრულებს. ოთხშაბათსა და შაბათს ავიაკომპანია საქართველოს დედაქალაქის მიმართულებით დღეში ორჯერ იფრენს.
ივნისიდან განახლდება სეზონური ფრენები ალმათი-ბათუმის მიმართულებით კვირაში სამი სიხშირით, ხოლო ივლისი-აგვისტოს პერიოდზე ავიაკომპანია სიხშირეების ზრდას კვირაში 5-მდე განიხილავს.
Air Astana, ასევე ივნისიდან განაახლებს ფრენებს, თბილისსა და ყაზახეთის დედაქალაქ ასტანას შორის კვირაში სამი სიხშირით.
რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, ქუთაისიდან ყაზახეთში ფრენებს 5 ქალაქის მიმართულებით Air Astana-ს შვილობილი ავიაკომპანია დაბალბიუჯეტური FlyArystan ასრულებს. ზაფხულის სეზონზე კი ყაზახეთის მიმართულებით და პირიქით, რეისების რაოდენობა კვირაში 10 სიხშირიდან 17-მდე გაიზრდება. FlyArystan პირდაპირ რეგულარულ რეისებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ასტანადან, ალმათიდან, ატირაუდან, აქტაუდან და შიმკენტიდან ახორციელებს.
2024 წელს საქართველოს ბაზარზე ყაზახური ავიაკომპანიების წილი ბაზრის 3,9 %-ს შეადგენდა. გასულ წელს ყაზახეთიდან საქართველოს 178,930 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია.
უახლესი
5 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7755 ლარია