საქსტატის ცნობით, სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2022 წლის წინასწარი მონაცემებით, 48.0 პროცენტი შეადგინა.
პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფო იმყოფება 21.4 პროცენტით, მეორეზე - ესპანეთი 18.3 პროცენტით, ხოლო მესამეზე - აშშ 8.2 პროცენტით.
უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი 2022* წელს
გაერთიანებული სამეფო - 21.4%;
ესპანეთი - 18,3%;
აშშ - 8,2%;
ნიდერლანდები -7,3%;
ირლანდია - 6.0%;
ჩინეთი - 5,4%;
თურქეთი - 5,3%;
ჩეხეთი -4,3%;
რუსეთი - 3,5%;
იაპონია -3,4%;
დანარჩენი - 16,7%.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წელს 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის დაზუსტებულ მონაცემებს 61.1 პროცენტით აღემატება.
უახლესი