„ბარბალეს მარნის“ მფლობელი ზვიად კორძაძე Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ მცირე საოჯახო მარანი აშშ-ის ბაზარზე ექსპოტის გაორმაგებას გეგმავს.
„ბარბალეს მარნის“ ღვინოების იყიდება ადგილობრივ ბაზაზე. ასევე გვაქვს ექსპორტი უცხოეთის ორ ბაზარზე. ღვინის ექსპორტი გასულ წელს დავიწეთ აშშ-ში, სადაც ოქროს მედალი აიღო „ცოლიკაურმა“. „ბარბალეს მარნის“ ღვინოები ასევე წარმოდგენილია გერმანიაში, „8000 მოსავლის“ მაღაზიებში. ამ ორ ბაზარზე ვმუშაობთ. ორიენტირებული ვართ ხარისხზე და მოლოდინი გვაქვს, რომ წარმადობა გაიზრდება“, - ამბობს ზვიად კორძაძე.
მისი თქმით, „ბარბალეს მარანის“ ბრენდით გასულ წელს აშშ-ში 1000 ბოთლი გაიტანეს, 20024 წელს კი ამ მაჩვენებლის გაორმაგების მოლოდინი აქვთ.
„მოლოდინი გვაქვს, რომ აშშ-ის ბაზარზე წელს ექსპორტის მაჩვენებელს გავაორმაგებთ. პარალელურად ვფიქრობთ უჯარმაში მარნის გადატანას და ვენახების გაშენებას“,- ამბობს ზვიად კორძაძე.
„ბარბალეს მარანი“ ადგილობრივ ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს. ფერმერებისგან შესყიდული ყურძნით აწარმოებენ ოცხანურს, ციცქას, ცოლიკაურს, კრახუნასა და საფერავს. ღვინო იყიდება ადგილობრივ ბაზარზე და გადის ექსპორტზეც. მცირე მარნის წარმოება წლიურად 10 000 ბოთლია.
„ბარბალეს მარანი“ მდებარეობს თბილისში, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე, ხოლო მეწარმე შინდისში ფლობს მცირე წარმოებას.
უახლესი
1 წამის წინ
„წერტი“ წარმოებას აფართოებს19 წუთის წინ
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება „შავ პარასკევს”