დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აშშ სამხრეთის გაზის დერეფნის გაფართოებას მხარს უჭერს - სახელმწიფო მდივნის თანაშემწე

აშშ სამხრეთის გაზის დერეფნის გაფართოებას მხარს უჭერს - სახელმწიფო მდივნის თანაშემწე

02-06-2023 15:30:43

სამხრეთის გაზის დერეფანი (SGC) სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. ძალიან კარგია, რომ ეს პროექტი დროულად განხორციელდა.

ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ენერგეტიკის საკითხებში ჯეფრი პიატმა  აზერბაიჯანში ვიზიტისას განაცხადა. 

„ჩვენ მხარს ვუჭერთ SGC პროექტს და მის გაფართოებას, ასევე ენერგეტიკულ სექტორში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის, რომელიც გასული წლის ივლისში გაფორმდა“, - განაცხადა ჯეფრი პიატმა.

2022 წლის ივლისში ევროკომისიამ ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს აზერბაიჯანთან ბუნებრივი აირის იმპორტის გაორმაგების შესახებ 2027 წლისთვის, რაც წელიწადში სულ მცირე 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზის მიწოდებას გულისხმობს.

2020 წლის 31 დეკემბერს, TAP-ის (ტრანს-ადრიატიკული მილსადენის) მშენებლობის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გაზის კომერციული მიწოდება დაიწყო.

სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. 2021 წელს, TAP-მა ევროპაში 8,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიტანა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები