შეერთებულმა შტატებმა ევროპაში 2022 წელს, LNG-ის მიწოდება (70 მილიარდ კუბურ მეტრამდე) გააორმაგა.
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ენერგეტიკის საკითხებში, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა უკრაინასა და საბერძნეთში ჯეფრი პიატმა ალექსანდროპოლისში აღმოსავლეთ მაკედონიისა და ფრაკის პირველ ფორუმზე განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკული LNG ევროპისთვის ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციის მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა. მწარმოებლებმა შეძლეს LNG-ის „მობილიზება“ უკრაინის კრიზისიდან გამომდინარე საჭიროებების საპასუხოდ.
„აშშ-მ ევროპაში გაგზავნა 70 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი LNG. ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაორმაგებულია. ამ ტვირთის უმეტესი ნაწილი საბერძნეთში გადაიზიდა.
აშშ-ის LNG-ის ექსპორტის პოტენციალი სავარაუდოდ, 2025 წლისთვის დაახლოებით 50%-ით გაიზრდება. ლიცენზირებული პროექტები დამუშავების პროცესშია“, - თქვა ჯეფრი პიატმა აღნიშნა, რომ ყატართან ერთად, ქვეყანა დარჩება LNG უმსხვილეს ექსპორტიორად მომდევნო წლებში.
„ეს ასევე უკავშირდება ალექსანდროულის მცურავი თხევადი ბუნებრივი გაზის რეგაზიფიკაციის სადგურს (FSRU), რომელიც არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მდგრადობის ფაქტორი, რომელსაც საბერძნეთი აშენებს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის“, - თქვა პიატმა.
მისი თქმით, ეს პროექტი ეხება არა მხოლოდ საბერძნეთს, არამედ მთელ რეგიონს.
პიატის შეფასებით, ალექსანდროპოლისი რეგიონული ენერგეტიკული მოთამაშე და უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კარიბჭე ხდება.
უახლესი
1 საათის წინ
როგორია მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის სტატისტიკა1 საათის წინ
ADB-ის ახალი პრეზიდენტი ჰყავს2 საათის წინ
კიბერრჩევები შავი პარასკევისთვის