დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აშშ-ის ხაზინამ რუსი ბიზნესმენების სანქციების სია გააფართოვა

აშშ-ის ხაზინამ რუსი ბიზნესმენების სანქციების სია გააფართოვა

13-08-2023 11:14:29

აშშ-ის ხაზინამ რუსი ბიზნესმენები მიხაილ ფრიდმანი და პიოტრ ავენი რუსეთის სანქციების სიას დაამატა.

ამის შესახებ აშშ-ის დეპარტამენტის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.

მათ გარდა სანქციების სიაში მოხვდნენ რუსი ბიზნესმენები გერმან ხანი და ალექსეი კუზმიჩევი, ასევე რუსეთის მრეწველებისა და მეწარმეთა კავშირი.

”მდიდარმა რუსულმა ელიტებმა უნდა მოიშორონ ილუზია, რომ მათ შეუძლიათ აკეთონ ბიზნესი, როგორც ყოველთვის, სანამ კრემლი უკრაინასთან ომშია”, - თქვა აშშ-ის ხაზინის მდივნის პირველმა მოადგილემ ადევალე ადეემომ ვებსაიტზე გავრცელებულ განცხადებაში. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები