გამოდის, რომ ის ბანერი, რომელიც ამერიკის საელჩომ დაგვიხატა ქართველ ხალხს და ალბათ ფიქრობდა, რომ გაუნათლებლები ვართ გეოგრაფიაში და გვაჩვენებდა სად იყო აშშ და სად იყო სინგაპური, აღმოჩნდა რომ თავად ვერ ერკვეოდნენ გეოპოლიტიკაში, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ ამერიკის მიერ დაწესებულ სანქციების ფარგლებში, ამერიკის ნებართვის გარეშე ბიძინა ივანიშვილი ვერ მიიღებს „კრედიტ სუისთან“ დავაში მოგებულ თანხას.
„ასეთი გადაწყვეტილება პირდაპირ აჩვენებს რაზეც იყო დიდი ხანი საუბარი თავიდანვე. რომ იყო გარკვეული ჯგუფები, რომლებმაც თავის დროზე ეს ანგარიშები სხვადასხვა ბანკში გამოიყენეს იმისთვის რომ ზეწოლა მოეხდინათ ბიძინა ივანიშვილზე, რომ გაეტარებინათ ის პოლიტიკური კურსი, რომელიც სურდა ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებს. ეს დაიწყო უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და ჩვენგან ითხოვდნენ სანქციებს, ესკალაციას, მოხალისეების გაშვებას და ა.შ, ასე რომ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფი თუ ინტერესის ჯგუფი იყო ამ საკითხში ჩართული. დღეს ამ გადაწყვეტილებით აღმოვაჩინეთ, რომ დიახაც, საკმაო გავლენა ჰქონია ოფიციალურ სტრუქტურებსაც ამ თანხების მოძრაობაზე“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
უახლესი
1 საათის წინ
„ჩირიფრუტი“ გაფართოებას გეგმავს2 საათის წინ
„გორგიაში“ 80%-მდე სააღდგომო ფასდაკლებები დაიწყო3 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7573 ლარი გახდა4 საათის წინ
რამდენია მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა