დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ასეთი ემოცია ცხოვრებაში არასდროს მქონია და მადლობა ქართველ გულშემატკივარს, რადგან ბევრ სტადიონზე მაქვს ნათამაშები, მაგრამ ასეთი რამ არსად მინახავს - ხვიჩა კვარაცხელია

ასეთი ემოცია ცხოვრებაში არასდროს მქონია და მადლობა ქართველ გულშემატკივარს, რადგან ბევრ სტადიონზე მაქვს ნათამაშები, მაგრამ ასეთი რამ არსად მინახავს - ხვიჩა კვარაცხელია

27-03-2024 01:22:00

ასეთი ემოცია ცხოვრებაში არასდროს მქონია და მადლობა ქართველ გულშემატკივარს, რადგან ბევრ სტადიონზე მაქვს ნათამაშები, მაგრამ ასეთი რამ არსად მინახავს, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ განაცხადა.

მისი თქმით, შესაძლოა ზოგს არ ეჯერა მათი, მაგრამ არა უშავს, ახლა დაიჯერებენ.

„უბედნიერესები ვართ მართლა. არ ვიცი, ასეთი ემოცია ცხოვრებაში არასდროს მქონია და მადლობა ქართველ გულშემატკივარს, რადგან ბევრ სტადიონზე მაქვს ნათამაშები, მაგრამ ასეთი რამ არსად მინახავს და დიდი მადლობა. თქვენ იყავით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ დღეს ჩვენ გავიმარჯვეთ. ძალიან დიდი მადლობა“, - აღნიშნა ხვიჩა კვარაცხელიამ. 

საქართველოს ნაკრებმა პენალტების სერიაში საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები