დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„არქიმ“ და მსოფლიოში ლიდერმა აუდიტორულმა კომპანია „დელოიტმა“ ხელშეკრულება გააფორმეს

„არქიმ“ და მსოფლიოში ლიდერმა აუდიტორულმა კომპანია „დელოიტმა“ ხელშეკრულება გააფორმეს

11-06-2024 22:37:00

სამშენებლო კომპანია „არქიმ“ და მსოფლიოში ლიდერმა აუდიტორულმა კომპანია დელოიტმა აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის Facebook-ზეა ხელმისაწვდომი. 

„დელოიტი“ დიდი ოთხეულის წევრი კომპანიაა, რომელიც „არქის“ და მის ჯგუფში შემავალ კომპანიების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტს განახორციელებს, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„არქი“ ადგილობრივ ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს და უკვე 36 000-ზე მეტ არქელს ერთ დიდ ოჯახად აერთიანებს. კომპანიის უმთავრესი საქმიანობა სამშენებლო და დეველოპერული პროექტებია. დღეს არქი საქართველოში ლიდერი დეველოპერული კომპანიაა, რომელსაც დასრულებული აქვს 49 პროექტი, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია საერთაშრისო სტანდარტის აპარტოტელი მაღალ მთიან კურორტ ბაკურიანში. დასრულებული პროექტების საერთო სამშენებლო ფართი 955 000 კვ.მ-ს შეადგენს. ამ ეტაპზე 22 პროექტი შენდება, მათ შორისაა ბრენდული სასტუმრო შავი ზღვის კურორტ ბათუმში. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები