არქიმ აშშ-ს ყველაზე მასშტაბურ ეკონომიკურ სამიტში - 2024 SelectUSA Investment Summit მიიღო მონაწილეობა. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აშშ-ს საელჩოს ორგანიზებით არქის გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი და არქი მაიამის ხელმძღვანელი გიგა აქირთავა ვაშინგტონში გამართულ სამიტს დაესწრნენ. აშშ-ს საელჩოს ორგანიზებითვე შეხვედრა გაიმართა თეთრ სახლში.
ასევე, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა ოფიციალური მიღება.
სამიტი ამერიკის მთავრობის ორგანიზებით იმართება და მიზნად ისახავს, როგორც ინვესტირების, ასევე ამერიკის მასშტაბით საერთაშორისო კომპანიების საქმიანობის გაფართოების ხელშეწყობას.
არქის ამერიკაში დეველოპერული საქმიანობა უკვე დაწყებული აქვს - მაიამიში მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს და მომავალში სხვა შტატებშიც გეგმავს გაფართოებას
უახლესი