დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„არქი“ რუსთავში მასშტაბური პროექტის განხორციელებას იწყებს

„არქი“ რუსთავში მასშტაბური პროექტის განხორციელებას იწყებს

29-07-2024 11:55:00

„არქი“ რუსთავში მასშტაბური პროექტის განხორციელებას იწყებს. როგორც პროექტის პრეზენტაციაზე  კომპანია „არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ განაცხადა, „არქი რუსთავი“ იქნება საკმაოდ საკმაოდ გამორჩეული პროექტი ზოგადად „არქის“ პროექტებს შორის.

„რუსთავში პირველად ვიწყებთ საკმაოდ მასშტაბურ პროექტს. ძალიან მოხარულები ვართ მთელი ჩვენი გუნდი, მთლიანი გუნდი. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ პროექტის შექმნაში, მომზადებაში. ჩვენ ეს ნაკვეთი შევიძინეთ დაახლოებით 16 წლის წინ, 2008 წელს და მას შემდეგ ველოდებოდით სწორ დროს თუ როდის მივიდოდა ქალაქში განვითარების იმ ეტაპზე, როდესაც შესაძლებელი იქნებოდა დეველოპმენტის დაწყება. რამდენჯერმე გავტესტეთ კიდეც, მაგრამ მივხვდით, რომ არ იყო შესაბამისი დრო. ხოლო მას შემდეგ რაც ბოლო წლებში ქალაქი ინტენსიურად ვითარდება, ჩვენც დავინახეთ დიდი პოტენციალი. ქვეყნის განვითარებასთან ერთად რუსთავიც ერთ-ერთი ფლაგმანია საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში. და დავინახეთ ის მასშტაბი და შესაძლებლობა, რომ დაგვეწყო პროექტი, რაც არის „არქი რუსთავი“. დარწმუნებული ვარ, რომ „არქი რუსთავი“ იქნება ყველაზე გამორჩეული პროექტი არქის პროექტებს შორის, მისი გამწვანებით, მისი ინფრასტრუქტურით, შენობის სილამაზით და რუსთავში ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი იქნება“, - აღნიშნა ილია წულაიამ. 

კომპლექსი შენდება ახალ რუსთავში, ლეონიძისა და ჩერკასკის ქუჩების კვეთაზე, საიდანაც რამდენიმე წუთის სავალზეა ყველა საჭირო ობიექტი.

არქის პორტფელიო 48 დასრულებულ და 23 მიმდინარე პროექტს აერთიანებს. არქი ოპერირებს როგორც დეველოპმენტის, ისე ჰოსპიტალიტის სექტორში. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები