დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
არავითარი საუბარი ლუგარის ლაბორატორიისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობის შეჩერებაზე ან მის დახურვაზე არ არის - მიხეილ სარჯველაძე

არავითარი საუბარი ლუგარის ლაბორატორიისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობის შეჩერებაზე ან მის დახურვაზე არ არის - მიხეილ სარჯველაძე

06-08-2024 11:23:00

„მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო და ვამცნო საზოგადოებას, რომ არავითარი საუბარი ლუგარის ლაბორატორიისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობის შეჩერებაზე ან მის დახურვაზე არ არის“,-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

მინისტრის თქმით, ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს აშშ-ის მიერ შეჩერებული დახმარების გამო, ლუგარის ლაბორატორია და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი წყვეტს მუშაობას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

„ლუგარის ლაბორატორიაც და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიც, შეუფერხებლად განაგრძობს მუშაობას“,-აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

მან მოუწოდა ოპონენტებს, ნუ გამოიყენებენ გარკვეულ საკითხებს, ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის და ნუ შეიყვანენ შეცდომაში საზოგადოებას.

„საუბარია რამდენიმე მიმდინარე პროექტის შეჩერებაზე, რომლის შინაარსიც გახლავთ კვლევითი საქმიანობა, ტრენინგები და ა.შ. ეს არ გახლავთ არც ერთი ისეთი პროგრამა, რომელზეც დამოკიდებულია, ჯანდაცვის რომელიმე პროგრამის განხორციელება“,-განაცხადა მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, სამინისტრო გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ შეფერხება არც ერთ პროექტს არ ჰქონდეს.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები