დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
არაერთი საგარეო შოკის მიუხედავად, საქართველომ შეინარჩუნა სუვერენული საკრედიტო რეიტინგი - ეკონომიკის მინისტრი

არაერთი საგარეო შოკის მიუხედავად, საქართველომ შეინარჩუნა სუვერენული საკრედიტო რეიტინგი - ეკონომიკის მინისტრი

03-04-2024 16:49:00

ბოლო წლებში არაერთი საგარეო შოკის მიუხედავად, საქართველომ შეინარჩუნა სუვერენული საკრედიტო რეიტინგი - არაერთი ქვეყნის რეიტინგის გაუარესების ფონზე - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

„წამყვანი სარეიტინგო კომპანიების – „Fitch“, „S&P“, „Moodys“ – შეფასებით საქართველომ რეიტინგი პანდემიამდე მაჩვენებლის დონეზე შეინარჩუნა და კრიზისები რეიტინგის გაუარესების გარეშე დაძლია. ამასთან, აღსანიშნია, რომ წინა წლის დასაწყისში Fitch“-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა გააუმჯობესა სტაბილურიდან პოზიტიურისკენ, ხოლო 2024 წლის დასაწყისში დაადასტურა პოზიტიური პერსპექტივა.

2024 წლის მარტში კი Moody’s-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი უცვლელად Ba2 დონეზე დატოვა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურამდე გააუმჯობესა. სარეიტინგო სააგენტოები აღნიშნავენ, რომ საქართველომ, გეოპოლიტიკური შოკების მიუხედავად, შეძლო და შეინარჩუნა მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და ეკონომიკური მდგრადობა. პოზიტიურ ტენდენციებს ხელი შეუწყო გონივრულმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ, რეფორმების განგრძობადობამ და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებისკენ მიმართულმა მთელმა რიგმა ღონისძიებებმა.

უნდა აღინიშნოს, რომ რთულ პერიოდებშიც: პანდემიის და შემდგომ უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში საქართველომ ინტენსიურად გააგრძელა რეფორმების განხორციელების პროცესი. ამავე დროს, ქვეყანა ინარჩუნებს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და მცირდება საგარეო მოწყვლადობა“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები