დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„არ ვჩერდებით და ვავითარებთ ადამიანურ კაპიტალს“ - ზურაბ პერტაია, საქართველოს ბანკის Upskill პროგრამის ლიდი

„არ ვჩერდებით და ვავითარებთ ადამიანურ კაპიტალს“ - ზურაბ პერტაია, საქართველოს ბანკის Upskill პროგრამის ლიდი

06-08-2024 23:25:00

წლების განმავლობაში საქართველოს ბანკმა, ციფრული ტრანსფორმაციის დანერგვის გზით, რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის პოზიცია დაიკავა. შეიცვალა ტექნოლოგიური გუნდების მუშაობის პროცესი და ის ეჯაილ სისტემაზე გადაეწყო. გრძელდება თანამშრომლების კომპეტენციის ამაღლებაზე ზრუნვაც, რისთვისაც Upskill პროგრამები ინერგება. ზურაბ პერტაია, საქართველოს ბანკის Upskill პროგრამის ლიდი გვიამბობს, როგორ მუშაობს ბანკში ტექ-გუნდების განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები.

„2024 წლის იანვრიდან საქართველოს ბანკში ADM  ტრანსფორმაციის პროცესი დაიწყო. ეს ეჯაილზე მომუშავე გუნდების სამუშაო პროცესის ოპტიმიზაციას გულისხმობს. მისი ნაწილია Upskill პროგრამაც, რომელიც ტექნოლოგიური მიმართულებით თანამშრომლების კომპეტენციურ ზრდას უწყობს ხელს“, - განმარტავს ზურაბ პერტაია, რომელიც საქართველოს ბანკის გუნდს ამავე პერიოდში შემოუერთდა.

ზურაბ პერტაიას განმარტებით, Upskill პროგრამა რამდენიმესაფეხურიან პროცესს მოიცავს. იგი იწყება ეგრეთ წოდებული capability gap-ის დადგენით, რაც საშუალებას აძლევს კომპანიას, განსაზღვროს, ტექნოლოგიების მიმართულებით მომუშავე გუნდებს რა მიმართულებით სჭირდება ცოდნის ამაღლება. შედეგად, იქმნება Upskill დიზაინი - ტრენინგის, ვორკშოპის თუ მასტერკლასის ფორმატში. პროცესის ნაწილია მონიტორინგი და შეფასებაც.

როგორც ზურა აღნიშნავს, თანამშრომლების შეფასება ყველა ტრენინგისა თუ ე.წ. ბუთქემფის ბოლოს მიმდინარეობს. იმასაც ამბობს, რომ საკუთარ თავს, ზრდის შესაფასებლად, მაღალი კრიტერიუმები დაუწესეს.

„შეფასების პროცესი ერთჯერადი არაა. ტექნოლოგიები იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ ყველას გვჭირდება ინდივიდუალურად ამ ტემპისთვის ფეხის აწყობა, სიახლეებზე ყურადღების მიდევნება, შესაბამისად, საკუთარ შესაძლებლობებს მუდმივ რეჟიმში ვაკვირდებით და ვაფასებთ“, - ამბობს ის და აღნიშნავს, რომ ეს კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისა და პროცესების გამართვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.

„საქართველოს ბანკი ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ძლიერი კომპანიაა, რომელსაც ადამიანური და ტექნოლოგიური კუთხით დიდი რესურსები აქვს. ჩემი როლი კი ადამიანური რესურსების გაძლიერებას და თანამშრომლების კომპეტენციის მაღალ  სიმაღლეებზე აყვანას გულისხმობს. შედეგად, ადგილობრივ და რეგიონულ ბაზარზე ჩვენ  ლიდერულ პოზიციას ვინარჩუნებთ“, - ამბობს ზურაბ პერტაია.

Upskill პროგრამებს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერთი მნიშვნელოვანი მიზანი აქვს - ხელი შეუწყოს გუნდებს, არ გაჩერდნენ და ფეხდაფეხ მიჰყვნენ გლობალურ ტექნოლოგიურ პროგრესს.

„ჩვენი მთავარი ღირებულება არის ის, რომ მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად დავნერგოთ მოწინავე ტექნოლოგიები. ჩვენი მიზანია, პროცესები, რომლებსაც ვახორციელებთ, და ტექნოლოგიური პროდუქტები, რომლებსაც ვქმნით, იყოს მაქსიმალურად სწრაფი, მომხმარებელზე მორგებული, ადამიანების კეთილდღეობაზე ორიენტირებული. ჩვენი ამოცანაა, ამ ყველაფერს ხელი შევუწყოთ გამოცდილი, ინფორმირებული, კომპეტენტური ადამიანური რესურსით, რომელიც ამ პროცესებს უძღვება. ამით ჩვენ ხელშესახებს ვხდით საქართველოს ბანკის მთავარ მესიჯსაც - „არ გაჩერდე“.

ზურაბ პერტაიას შეფასებით, საქართველოს ბანკი ადგილობრივ ტექნოლოგიურ ბაზარზე ლიდერულ პოზიციებს ინარჩუნებს, თუმცა მიზანი მსოფლიოში ცნობილ ფინანსურ-ტექნოლოგიური გიგანტებისთვის კონკურენციის გაწევაა.

„ჩვენ ამბიცია გვაქვს, ვიყოთ ლიდერი არა მარტო ქართულ ბაზარზე, არამედ დავუახლოვდეთ გლობალური ბრენდების მაჩვენებლებს. Upskill ინიციატივაც ამის მნიშვნელოვანი ნაწილია. ვფიქრობ, საქართველოს ბანკი კომპლექსური, მაღალი ხარისხის  ციფრული პროდუქტებით გამოირჩევა, რასაც ტექნოლოგიურ საზოგადოებასა და ბაზარს სთავაზობს. ამაზე ციფრული არხების მუდმივი, მილიონ ნახევარი მომხმარებელიც მეტყველებს“.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები