თხილეულისა და ჩირის ონლაინ მაღაზია „ონისი“ მომხმარებლებს წინასააღდგომოდ სხვადასხვა სახის შეთავაზებებს და ფასდაკლებებს ჰპირდება. ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს კომპანიის ციფრული მარკეტერი გვანცა საღარაძე ესაუბრა. მისივე თქმით, ამ პერიოდში პროდუქციაზე მოთხოვნა განსაკუთრებით იზრდება.
„ვემზადებით ჩვენთვის ყველაზე ცხელი სეზონისთვის. ეს არის სააღდგომო და წინასააღდგომო პერიოდი, როდესაც ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა განსაკუთრებით იზრდება. ამიტომ, მომდევნო თვის განმავლობაში ვაპირებთ, რომ მომხმარებლებს შევთავაზოთ იდეალური ფასდაკლებები, იდეალური კომბო პაკეტები, რომელიც გაუმარტივებთ მათ წინა სააღდგომო სამზადისს “, - ამბობს კომპანიის ციფრული მარკეტერი.
„ონისის“ პროდუქციაზე მოთხოვნა საკმაოდ მზარდია. კომპანია მუდმივად ცდილობს ფასდაკლებების შეთავაზებას საკუთარი მომხმარებლებისთვის.
„ზოგადად, კონკრეტულად ჩვენს ნიშაში ტრენდი არის ზრდის და პოზიტიური არის მაჩვენებელი. იმიტომ, რომ მუდმივად იზრდება მოთხოვნა და მომხმარებელი თავისი ტრადიციული მეთოდების ნაცვლად, ჩვენი პროდუქციის შემთხვევაშიც ამჯობინებს, რომ ონლაინ შეიძინოს. ის ნაწილიც კი რომლისთვისაც ეს რაღაცნაირი ჩვევა და ტრადიცია იყო, რომ უნდა ეყიდა იაფად ბაზარში უკვე სწავლობს, რომ იმავე ფასად უკეთესი კომფორტით შეუძლია მიიღოს უკეთესი ხარისხის პროდუქცია ზუსტად სახლის კართან, რაც ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო და დამაიმედებელია. ასევე ბაზარზე შეინიშნება კონკურენტების მომატება. იმიტომ, რომ გაჩნდა რამდენიმე ახალი კომპანია, თუმცა ჩვენ ვინარჩუნებთ ერთ-ერთი ლიდერ პოზიციას, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ პირველი ონლაინ მაღაზია ვართ თხილეულის და ჩირის მიმართულებით საქართველოში. ზოგადად მოთხოვნა სტაბილურად ყოველთვის მაღალი არის ნუშზე და ბოლო პერიოდში შეიმჩნევა ასევე მზარდი მოთხოვნა ფისტაზე, იგივე ფისტაჩიზე და ქეშიუზე. ჩვენ თვითონაც ვახალისებთ მომხმარებლებს იმიტომ, რომ კარგი ფასდაკლებები და კარგი ფასები გვაქვს და ესეც ეხმარება მოთხოვნის გაზრდას. ერთ-ერთი შედარებით ახალი პროდუქტი ქართული ბაზრისთვის, რაც ბოლო პერიოდში გამოჩნდა და უკვე საკმაო პოპულარობით სარგებლობს არის მაკადამიას კაკალი “, - აღნიშნავს გვანცა საღარაძე.
„ონისი“ პირველი იყო, ვინც თხილეულისა და ჩირის ონლაინ გაყიდვების სერვისი დანერგა. სწორედ ეს მიიჩნევა კომპანიის ერთ-ერთ მთავარი კონკურენტულ უპირატესობად.
„პირველ რიგში, ჩვენი ყველაზე დიდი კონკურენტული უპირატესობა არის ის, რომ ვიყავით პირველები. ანუ რეალურად ონლაინ მაღაზია თხილეულის და ჩირის არ ყოფილა იქამდე საქართველოში და ვიყავით ზუსტად იმ პერიოდში, როცა ამის საჭიროება გაჩნდა და დადგა, ანუ კოვიდის დროს. ამის შემდეგ უკვე რასაც მომხმარებლებიც აღნიშნავენ და ჩვენც ყოველთვის ვამბობთ და მივდევთ არის ის, რომ ჩვენთან მომსახურება არის ძალიან პერსონალიზებული. სერვისი, რომელსაც ჩვენი მომხმარებელი იღებს არის ძალიან უშუალო, კეთილგანწყობილი, მარტივი. მთლიანად ვართ კონცენტრირებული და ორიენტირებული იმაზე, რომ ჩვენმა მომხმარებელმა ყველაფერი მარტივად, სწრაფად გააკეთოს და ამ პროცესში მხოლოდ დადებითი ემოცია ტრიალებდეს. არანაირი შეფერხება, არანაირი ხარვეზი, არანაირი უკმაყოფილება და ჩვენი მუშაობის მთავარი პრინციპი იყო და არის კეთილ სინდისიერება და მუდმივი განვითარება“ - აცხადებს კომპანიის ციფრული მარკეტერი.
„ონისი“, სამომავლოდ ახალი, დაბალბიუჯეტური პროდუქციის დამატებას გეგმავს.
„ჩვენი პროდუქცია არის სურსათი, მაგრამ მაინც ყოველდღიურ საჭიროებებს გაცდენილია. გვინდა, რომ დავამატოთ ახალი პროდუქცია რომელიც დაბალბიუჯეტური იქნება. მუშაობის პროცესი მიმდინარეობს და დიდი იმედი გვაქვ, რომ სულ მალე შევძლებთ ახალ-ახალი პროდუქტებით ჩვენი მომხმარებლის განებივრებას. თუ ახალი პროდუქტით ვერ გავანებივრებთ, რაღაც ისეთი პაკეტები და შეთავაზებები გვექნება, რომელიც დამატებით სარგებელს მოუტანს მათ. ჩვენი მომხმარებელი საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე სეგმენტია “, - განმარტავს კომპანიის გვანცა საღარაძე ციფრული მარკეტერი.
ცნობისთვის, კომპანია 2018 წელს დაარსდა. პროდუქციის შეძენა, როგორც ონლაინ, ისე სოციალური ქსელის გამოყენებითა და სატელეფონო ზარითაა შესაძლებელი.
უახლესი
16 საათის წინ
sCoolApp-ში საჩუქრების კამპანია დაიწყო16 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა16 საათის წინ
საქართველოს ავიაბაზარის TOP 5 მოთამაშე