დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აპრილიდან ციურიხსა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენები იწყება

აპრილიდან ციურიხსა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენები იწყება

19-02-2025 09:55:00

საქართველოს ავიაბაზარზე შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss შემოდის.

2025 წლის 12 აპრილიდან, კვირაში ორი სიხშირით, Lufthansa-ს ჯგუფში შემავალი ავიაკომპანია Edelweiss ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შეასრულებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან ორწლიანი აქტიური მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა.

Edelweiss 29 წლის წინ დაფუძნებული შვეიცარიული Swiss International Airlines-ის შვილობილი ავიაკომპანიაა, რომელიც Lufthansa ჯგუფის მფლობელობაში შედის. ის ფრენებს ციურიხის ბაზიდან ევროპის ქვეყნებისა და ამერიკის კონტინენტზე 90 მიმართულებით ასრულებს.

ავიაბილეთების ყიდვა Edelweiss-ისა https://www.flyedelweiss.com/de/en/home.html და Swiss International Airlines-ის https://www.swiss.com/xx/en/homepage ვებგვერდებზეა შესაძლებელია.

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები