დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Peek-A-Boo გაფართოებას და ასორტიმენტის ზრდას გეგმავს

Peek-A-Boo გაფართოებას და ასორტიმენტის ზრდას გეგმავს

20-02-2025 16:00:00

Peek-A-Boo საბავშვო ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მწარმოებელი ბრენდია, რომლის ისტორიაც 2021 წლიდან იწყება. Business Insider Georgia -თან საუბარში დამფუძნებელი ანა კატუკია აღნიშნავს, რომ ყველაფერს თავად აწარმოებენ. პროდუქცია გამორჩეული და დასამახსოვრებელია.

„2021 წელს, აპრილის თვეში დავიწყეთ ფუნქციონირება. ვაწარმოებთ ბავშვის ტანსაცმელს და ფეხსაცმელს. თავდაპირველად, საკუთარი სამკერვალო არ გვქონდა და კერძო მკერავს ვაძლევდით შეკვეთას უშუალოდ, ჩემი დიზაინით და კერძო მკერავი ამზადებდა.  დაახლოებით, 2 წლის წინაწარმოე საქართველოსგრანტი მოვიპოვეთ და გრანტის მეშვეობით, საკუთარი სამკერვალო გავხსენით. დღესდღეობით, სამკერვალო გვაქვს, მკერავები გვყავს და ჩვენი რესურსით ვაწარმოებთ ყველაფერს. დაწყებული ქსოვილების შესყიდვიდან სხვა დანარჩენით დასრულებული “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი ანა კატუკია.

გვაქვს ტანსაცმელები, როგორც ნაკრებები რამდენიმე ერთად და ასევე, ცალ-ცალკე მაისურები, კაბები, ასევე ფეხსაცმელებიც. ასაკობრივ ზღვარს რაც შეეხება,  0 თვიდან ვამზადებთ 10-12 წლამდე, მაგრამ ძირითადი შეკვეთები 0 თვიდან 5 წლამდე გვაქვს “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი ანა კატუკია.

კომპანიის ერთ-ერთი კონკურენტული უპირატესობა განსხვავებული სტილი და დიზაინია.

მგონია რომ თვითონ სტილი საკმაოდ განსხვავებული და გამორჩეული გვაქვს. ასევე, მაქსიმალურად ვცდილობთ მომხმარებელზე ვიყოთ მორგებული. დეტალების ცვლილების, ფერის ცვლილების სურვილი თუ აქვთ ყოველთვის ვითვალისწინებთ და ინდივიდუალურადაც ვემსახურებით, რაც საკმაოდ ხელსაყრელია. საფასო კატეგორიაც კონკურენტებთან შედარებით ხელმისაწვდომია იმ პროდუქტისა და ხარისხის გათვალისწინებით, რასაც ვთავაზობთ “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი ანა კატუკია.

ბრენდი უმეტესად ონლაინ მუშაობს, თუმცა მომხმარებელს შეუძლია ადგილზეც ესტუმროს შოურუმს და შეიძინოს სასურველი პროდუქცია.

ძირითადად, 90% ონლაინ ვმუშაობთ, არის შოურმუშიც ჩვენი პროდუქცია წარმოდგენილი, მაგრამ უმეტესად, მაინც ონლაინ ვართ. შოურუმი, საბურთალოზე, დავით გამრეკელის ქუჩაზეა, სადაც რამდენიმე ქართული ბრენდის პროდუქციაერთად არის წარმოდგენილი და ერთ-ერთი არის ჩვენი. ვამუშავებთ ETSY-ის პლატფორმასაც. რამდენიმე შეკვეთა გვქონდა კიდეც. სწორედ ამიტომ, უფრო მეტად ვგეგმავთ გააქტიურებას. არის შემთხვევები, როდესაც საქართველოში მცხოვრები უცხოელებიც უკვეთავენ“, - განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი ანა კატუკია.

Peek-A-Boo  სამომავლოდ, გეგმავს გაფართოებას, როგორც ასორტიმენტის, ასევე სივრცის თვალსაზრისით.

დაახლოებით 2-3 წლიან გეგმაში და პერსპექტივაში გვაქვს რომ თვითონ სამკერვალოც გავაფართოვოთ, უფრო დიდ სივრცეში გადავიდეთ, მერე ჩვენი სტუდიაც გავაკეთოთ ადგილზე და სხვა მიმართულებაც დავამატოთ ბავშვის ტანსაცმლის თუნდაც ან შეიძლება უფროსებისაც კი. გამოფენებში ვიღებდით მონაწილეობას. ერთხელ პარიზში ვიყავით, ერთხელ იტალიაშიაწარმოე საქართველოს“  მხარდაჭრით. წელს არ გვაქვს დაგეგმილი, მაგრამ სამომავლოდ აუცილებლად კიდევ ჩავერთვებით ამ პროცესებში და აღნიშნული მიმართულებითაც ვეცდებით, რომ უფრო აქტიურები ვიყოთ “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი ანა კატუკია.

ავტორი:

ანა ლიპარტელიანი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

18 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები