2024 წელს APM Terminals Poti • ეიპიემ ტერმინალს ფოთის მიერ 545, 297 TEU კონტეინერი დამუშავდა. კომპანიის ცნობით, 2024 წელს ტერმინალმა ჯამში 313 საკონტეინერო გემი მიიღო და დაამუშავა 74 173 მანქანა.
„მეორადი მანქანების საზღვაო ხაზებით ტრანსპორტირება და გადამუშავება ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სერვისად რჩება“, - აღნიშნავენ APM Terminals Poti-ში.
ბოლო სამი წლის მანძილზე, ფოთის პორტში, ჯამში 200 000-ზე მეტი ავტომანქანა დამუშავდა, კერძოდ:
2022 წელი - 47,537
2023 წელი - 80,454
2024 წელი - 74,173.
გასულ წლებთან შედარებით, 2024 წელს გენერალური ტვირთის მიღება შემცირდა, თუმცა მნიშვნელოვნად გაიზარდა სარკინიგზო-საბორნე გზით გადაზიდული ტვირთის ოდენობა, კერძოდ, 2024 წელს გადაიზიდა 157 895 ტონა ტვირთი, მაშინ როდესაც 2023 წელს ტვირთის რაოდენობა იყო 96 434, ხოლო 2022-ში - 98 992 ტონა.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, კონტეინერის დამუშავების ბოლო სამი წლის მონაცემები ასეთია:
2022 წელი- 357,857 ტეუ,
2023 წელი - 592,589 ტეუ,
2024 წელი - 545,297 ტეუ.
უახლესი