APM Terminals Poti-ის მენეჯმენტში ცვლილებებია. კომპანიის გენერალური დირექტორი ხულიან ფერნანდესი APM Terminals Spanish Gateways-ის მმართველ დირექტორად დაინიშნა.
APM Terminals Poti-ს ამჟამინდელი მმართველი დირექტორი ხულიან ფერნანდესი, APM Terminals Spanish Gateways-ის მმართველი დირექტორის პოსტს 2024 წლის 1 აპრილიდან ჩაიბარებს. აღნიშნულ თანამდებობაზე ხულიან ფერნანდესი კარლოს არიას დე მოლინას ჩაანაცვლებს, რომელიც თავის მხრივ პერუში APM Terminals Callao-ს აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ ხულიანი ახალ პოზიციაზე გააგრძელებს მუშაობას, ევროპაში ჩვენს ლიდერთა გუნდს ის თავის ღირებულ გამოცდილებას გაუზიარებს, რომელიც საქართველოში ტერმინალის მართვისას მიიღო“, – განაცხადა APM Terminals-ის რეგიონულმა მმართველმა აფრიკისა და ევროპის რეგიონში, იგორ ვან დერ ესენმა. მისივე თქმით, ხულიან ფერნანდესს სტრატეგიული და ინოვაციური აზროვნება აქვს და ის მჭიდრო კავშირებს ამყარებდა თანამშრომლებთან, აქციონერებთან და საზოგადოებასთან.
APM Terminals Poti-ს გენერალური დირექტორის პოზიციაზე ხულიან ფერნანდესი მუშაობას 2022 წლის აგვისტოდან შეუდგა. აღსანიშნავია, რომ ის APM Terminals Poti-ს გუნდს, 2020 წლის თებერვალში შეუერთდა ფინანსური დირექტორისა და გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე.
„ფოთში მუშაობის დაწყებამდე ხულიან ფერნანდესს ჰქონდა შესანიშნავი კარიერული წინსვლა A.P. Moller - Maersk-ში 2001 წლიდან, როდესაც ის პირველად შეუერთდა ჯგუფს, როგორც MISE სტაჟიორი. ევროპისა და ლათინური ამერიკის რამდენიმე ქვეყანაში Maersk-ში და Damco-ში მუშაობის შემდეგ, 2011 წლის დეკემბერში იგი გადავიდა პანამაში მდებარე, „ეიპიემ ტერმინალსის“ კორპორაციული განვითარების გუნდში, სადაც მისი ძირითადი საქმიანობა და პასუხისმგებლობა ლათინურ ამერიკაში ახალი პორტებისა და ტერმინალების ინვესტიციების დადგენას და უზრუნველყოფას წარმოადგენდა. ამ რეგიონში ყოფნის დროს ხულიანი მუშაობდა რამდენიმე მსხვილი პორტის სატენდერო წინადადებებზე, ასევე ახალი კომპანიების შერწყმა და შეძენასთან (M&A) დაკავშირებულ გარიგებებზე. 2014 წლიდან ის გახდა ლათინური ამერიკის რეგიონის მმართველი გუნდის წევრი და ხელმძღვანელობდა კორპორაციული განვითარების გუნდის საქმიანობას აღნიშნულ გეოგრაფიულ არეალში.
უახლესი
4 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა