ეიპიემ ტერმინალს ფოთმა, ნავსადგურში განახლებული სარკინიგზო ხაზის მეშვეობით, ყაზახეთიდან შემოსული პირველი სრული ბლოკ-მატარებელი მიიღო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას APM Terminals Poti ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, ტვირთი COSCO Shipping-ს ეკუთვნის, რომელიც ორ საათზე ნაკლებ დროში დამუშავდა და გაიგზავნა ევროპაში.
სწრაფი და ეფექტური დამუშავებისა და გადაზიდვის შესაძლებლობით, ფოთის საზღვაო ნავსადგური შუა დერეფნის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს და აკავშირებს ტვირთს აზიასა და ევროპას შორის.
უახლესი
6 საათის წინ
sCoolApp-ში საჩუქრების კამპანია დაიწყო6 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა6 საათის წინ
საქართველოს ავიაბაზარის TOP 5 მოთამაშე