ანანასი იმპორტი ქვეყანაში 48%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველომ 498.01 ტონა ანანასი იყიდა, რაშიც 479.34 ათასი დოლარი გადაიხადა. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ქვეყანაში 336.99 ტონა ანანასის იმპორტი დაფიქსირდა.
2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ანანასის იმპორტი 6 ქვეყნიდან განხორციელდა, თუმცა ლიდერი მაინც თურქეთია, რომელზედაც ანანასის იმპორტი 90%-ი მოდის.
TOP-3 ქვეყანა, სადაც საქართველომ ანანასი იყიდა:
2023 წელს საქართველომ 1,917.23 ტონა ანანასი იყიდა, 2022 წელს კი 1,943.73 ტონა.
უახლესი
7 საათის წინ
„ჩირიფრუტი“ გაფართოებას გეგმავს8 საათის წინ
„გორგიაში“ 80%-მდე სააღდგომო ფასდაკლებები დაიწყო9 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7573 ლარი გახდა10 საათის წინ
რამდენია მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა