"საქართველოს აქვს სერიოზული პერსპექტივა, გახდეს რეგიონული სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჰაბი. აეროპორტების განვითარებასთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ მთელი რიგი მიმართულებებით, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო-ლოგისტიკური ფუნქციის გაძლიერებას," - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას.
ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება გამაახვილა რამდენიმე სატრანსპორტო პროექტზე, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე. მისი თქმით, უწყებათაშორისი სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, პროექტის განხორციელების შემდეგი ეტაპისთვის შეირჩა 2 პრეტენდენტი.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მათ მიეცათ ტექნიკური, კომერციული და ფინანსური წინადადების, აგრეთვე ხელშეკრულებებზე კომენტარების წარმოსადგენად რამდენიმეთვიანი ვადა, წარმოდგენილ წინადადებათა შეფასების შედეგად კი კომისია გამარჯვებულს გამოავლენს.
ვიცე-პრემიერის თქმით, ანაკლიის პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა იქნება 600 ათასი კონტეინერი, ხოლო საორიენტაციო ღირებულება 600 მლნ აშშ დოლარი.
უახლესი
2 საათის წინ
„ჩირიფრუტი“ გაფართოებას გეგმავს3 საათის წინ
„გორგიაში“ 80%-მდე სააღდგომო ფასდაკლებები დაიწყო4 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7573 ლარი გახდა5 საათის წინ
რამდენია მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა