ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი შუა დერეფნის, - აცხადებს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელიც დღეს „იმედის დილის“ ეთერში რუბრიკა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო. მინისტრის თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ეს არის მნიშვნელოვანი საპორტო ინფრასტრუქტურა უშუალოდ საქართველოს ეკონომიკისთვის და ასევე მნიშვნელოვანი პროექტია საქართველოს ლოგისტიკური პოტენციალის მომავალში კიდევ უფრო გამოსაყენებლად.
„ანაკლიის პორტის განვითარება მიმდინარეობს გეგმაზომიერად. ჩვენ დიალოგი გაქვს ფინალისტკომპანიასთან, რომელთანაც კონკრეტული საკითხების დაზუსტება მიმდინარეობს. დიალოგის პროცესი. ჩვენ იანვარში გვექნება განახლებული წინადადება, და გვინდა მივიღოთ ისეთი წინადადება, რომელიც მაქსიმალურად უპასუხებს ჩვენს მოთხოვნებს და გრძელვადიან ხედვებს. პარალელურად მიმდინარეობს პროექტის სამშენებლო სამუშაოები. ჩვენ გვქონდა საზოგადოებისთვის საკმაოდ დეტალური პრეზენტაცია თუ სად იმყოფება პროექტის სამშენებლო სამუშაოები, ჩვენ გვყავს პროფესიონალი კონტრაქტორი სამშენებლო კომპანია და სამუშაოები მიმდინარეობს ძალიან აქტიურად. 2-3 წელიწადში ამ პროექტის პირველი ფაზის სამუშაოებს დავასრულებთ და პორტს შეეძლება ოპერირება.
გრძელვადიან პერსპექტივაში ეს იქნება როგორც სატრანზიტო ოპერაციებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საპორტო ინფრასტრუქტურა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სატრანსპორტო სექტორი ემსახურებოდეს ჩვენი საექსპორტო პოტენციალის ზრდას და პარალელურად უნდა ვიმუშაოთ საქართველოში დამატებითი საწარმოო-სავაჭრო ოპერაციების განვითარებაზე“, - აცხადებს მინისტრი.
უახლესი
9 წუთის წინ
რა სიახლეებს სთავაზობს „ფუსფუსი“ მომხმარებლებს52 წუთის წინ
XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა