ამერიკელი მომღერალი ტეილორ სვიფტი მილიარდერთა სიაშია. ის ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ხელოვანთაგან, ვინც ამ სტატუსს მუსიკისა და სპექტაკლების მეშვეობით მიაღწია. ამის შესახებ Bloomberg წერს.
აღნიშნულია, რომ მომღერლის ქონება 1,1 მილიარდ დოლარს შეადგენს, ერას ტურის წარმატების წყალობით.
„ის იმ მცირერიცხოვან ხელოვანთაგანია, ვინც ამ სტატუსს მიაღწია მუსიკისა და პერფორმანსის, შრომისა და ნიჭის შედეგით, ასევე გამოცდილი მარკეტინგით“, - ნათქვამია განცხადებაში.
Bloomberg Economics-ის შეფასებით, წელს მომღერლის 53 კონცერტმა აშშ-ში 4,3 მილიარდი დოლარი შემატა ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტს.
Bloomberg ასევე წერს, რომ მომღერალს წინ კიდევ 89 გამოსვლა აქვს დაგეგმილი.
ტეილორ სვიფტმა ახლახან მოხსნა კიდევ ერთი რეკორდი - ის გახდა პირველი მომღერალი, რომელმაც Spotify-ზე ყოველთვიურად 100 მილიონ მსმენელს მიაღწია.
უახლესი
2 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი