დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ მეორე ნახევარკუნძულის მშენებლობა დაიწყო

„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ მეორე ნახევარკუნძულის მშენებლობა დაიწყო

04-02-2025 14:11:00

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ ორი ნახევარკუნძულის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ტერიტორიის 25 ჰექტარი უკვე ფორმირებულია, რაც სრული საპროექტო არეალის მეოთხედს აღემატება და ნაკისრ საინვესტიციო ვალდებულებებს 5 წლით წინ უსწრებს. 

„ორი ნახევარკუნძულის 25 ჰა უკვე შექმნილია, დასავლეთ ნახევარკუნძულზე 23 ჰა, ხოლო მეორე ნახევარკუნძულზე, ახლა დავიწყეთ სამუშაოები და ამ ეტაპზე 2 ჰა-ია ფორმირებული. ამ მხრივ, ნამდვილად ფენომენალური შედეგები გვაქვს. კუნძულის პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს. მათ შორის ჩვენი პარტნიორები არიან უძლიერესი არქიტექტურული და საინჟინრო კომპანიები  - Yüksel Proje, რომელმაც ბათუმიდან 70 კმ-ში შავ ზღვაში ხელოვნურად განაშენიანებულ მიწაზე ორი მოქმედი საერთაშორისო აეროპორტი (Ordu - Giresun Airport, Trabzon airport)  დააპროექტა. ასევე ბრიტანული კომპანია  Arup, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არაერთი ქალაქის გეგმარებაშია ჩართული. ჩვენ გვყავდა ლონდონიდან მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები და ეკონომისტები, რომლებმაც დეტალურად წარმოადგინეს პროექტის ეკონომიკური მაჩვენებლები,“ - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გოჩა კამკიამ.

კომპანიის დაკვეთით საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიების მიერ 40-მდე კვლევა ჩატარდა, მიღებული შედეგების გათვალისწინებით განისაზღვრა ყველა ტექნიკური და საინჟინრო გადაწყვტილება, რომელიც მდგრადი და უსაფრთხო ორი ნახევარკუნძულისა და ერთი კუნძულის მშენებლობის გარანტიაა. პროექტის განვითარების ყველა ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება გარემოზე ზემოქმედების შემარბილებელ ღონისძიებებს ეთმობა. 

აღსანიშნავია, რომ ორ ნახევარკუნძულსა და კუნძულზე ტერიტორიის 49% დაეთმობა საჯაროდ ხელმისაწვდომ რეკრეაციულ ზონას, მათ შორის ტყე-პარკებს, საფეხმავლო ბილიკებს, სპორტულ მოედნებსა და გასართობ-გამაჯანსაღებელ სივრცეებს. საპროექტო არეალში აშენდება საგანმანათლებლო და ჯანდაცვის დაწესებულებები, სასტუმროები, აპარტამენტები, ბინები, ვილები, ვერტოდრომები, იახტკლუბი.

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები