დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Amazon-ის აქციის ფასი NBA-სთან გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ გაიზარდა

Amazon-ის აქციის ფასი NBA-სთან გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ გაიზარდა

28-07-2024 01:41:00

გიზიარებთ ბლოგს: Amazon.com Inc (AMZN)-ის აქციების ფასი მას შემდეგ გაიზარდა, რაც ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) განაცხადა, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში, თამაშების მაუწყებლობის ტრანსლირებისთვის Prime Video-სთან თანამშრომლობას ირჩევს.


NBA-მ განაცხადა, რომ ის Walt Disney Co (DIS)-სთან პარტნიორობას განაახლებს და ახალ ხელშეკრულებებს NBCUniversal-სა და Amazon.com Inc (AMZN)-თან დადებს. გარიგებების მიხედვით, 2025-26 წლების სეზონიდან 2035-36 წლების სეზონამდე, NBA-ის თამაშების მედია მხარდამჭერები იქნებიან: ABC/ESPN, NBC/Peacock და Prime Video.


„ჩვენი ახალი გლობალური მედია შეთანხმებები Disney-სთან, NBCUniversal-სა და Amazon.com Inc (AMZN)-თან NBA თამაშების ხილვის ხელმისაწვდომობას გააფართოებს როგორც შეერთებულ შტატებში, ისე მთელ მსოფლიოში. მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, პარტნიორები ჩვენს კონტენტს მრავალ პლატფორმაზე გაავრცელებენ”, - განაცხადა NBA-ს CEO-მ, ადამ სილვერმა. 


ახალი ხელშეკრულების თანახმად, Amazon.com Inc (AMZN) ყოველ სეზონზე NBA-ს რეგულარული სეზონის 66 თამაშს Prime Video-ზე გადასცემს. გარდა ამისა, Prime Video ემირატების NBA თასის ჩემპიონატის თამაშსაც აჩვენებს. Amazon-ის Prime Video ყოველწლიურად NBA-ის ექვსივე თამაშს და პლეი ოფის პირველი და მეორე რაუნდის დაახლოებით მესამედს აჩვენებს. 


NBA-მ ასევე გამოაცხადა, რომ Amazon.com Inc (AMZN)-ის Prime Video გახდება სტრატეგიული პარტნიორი, რაც მას NBA League Pass-ის გლობალურ პლატფორმად აქცევს.


როგორც ცნობილია, სიახლის ფონზე, Amazon.com Inc (AMZN)-ის აქციების ფასი 0,42%-ით გაიზარდა და $181,59-ს მიაღწია.


Amazon.com Inc (AMZN)-ის აქციების შეძენას შეძლებ აქ.


*გაითვალისწინე. რომ ეს არ არის ფინანსური რჩევა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები