დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ალდაგისა და ბენე კომფორტის პარტნიორობის ფარგლებში მომხმარებლები სპეციალური პირობებით ისარგებლებენ

ალდაგისა და ბენე კომფორტის პარტნიორობის ფარგლებში მომხმარებლები სპეციალური პირობებით ისარგებლებენ

09-10-2024 23:09:00

სადაზღვევო კომპანია ალდაგი და საცხოვრებელი კომპლექსების მოვლისა და მენეჯმენტის წამყვანიპროვაიდერი კომპანიაბენე კომფორტიპარტნიორობას იწყებენ, რომლის მიზანი მომხმარებლისთვისგანსაკუთრებული პირობებისა და კომფორტული სერვისების შეთავაზების უზრუნველყოფაა.

პარტნიორობის ფარგლებში, ბენე კომფორტის მომხმარებლები, ალდაგის ქონების სრული დაზღვევისპროდუქტზე ექსკლუზიური პირობებით ისარგებლებენ.

მოხარული ვართ, რომ საცხოვრებელი კომპლექსების მოვლისა და მენეჯმენტის წამყვან პროვაიდერკომპანია ბენე კომფორტთან ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება. ბენესთან ხანგრძლივი პარტნიორულიურთიერთობა გვაკავშირებს. ალდაგი კომპანიებსა და ინდივიდებს სახლის საუკეთესო დაზღვევას სთავაზობსდა აღნიშნული თანამშრომლობა ბენე კომფორტის მომხმარებლებისთვის სანდო და კომფორტულისერვისების შექმნას, სპეციალურად მათზე მორგებული პირობებით, უზრუნველყოფს,“ - ნინო წეროძე, ალდაგის საცალო გაყიდვების დირექტორი;

ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ჩვენი მომხმარებლებისთვის დამატებითი კომფორტის შექმნაზე და ამ მიზნისმიღწევაში ალდაგთან პარტნიორობა გვეხმარება. გვიხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა ჩვენსმომხმარებლებს დაზღვევის სახით დამატებითი მომსახურება და მეგობრული ფასი შევთავაზოთ,“ - ბექაარაბული, ბენე კომფორტის მმართველი პარტნიორი;

ბენე კომფორტი საცხოვრებელი კომპლექსების მოვლისა და მენეჯმენტის წამყვანი კომპანიაა საქართველოსბაზარზე. ამ დროისთვის, ბენე კომფორტი 35-ზე მეტი საცხოვრებელი კომპლექსისა და 16 000-მდე მობინადრისყოველდღიურ კომფორტსა და კეთილდღეობაზე ზრუნავს.

სადაზღვევო კომპანია ალდაგი, კი, დაზღვევის ინდუსტრიაში ლიდერი კომპანიაა, რომელიც ფლობსსაერთაშორისო რეიტინგს AM best bb+ და წარმოდგენილია როგორც საქართველოში უმსხვილესი სადაზღვევოპორტფელით, ისე რეგიონში გადაზღვევის მიმართულებით. ალდაგი მომხმარებლებს ქონების დაზღვევასსაუკეთესო პირობებს სთავაზობს, რომელიც მოიცავს მეზობლის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევას დასაიჯარო შემოსავლის დაზღვევას. გარდა ამისა, ის ფარავს სახლის არა მხოლოდ რემონტის, არამედკარკასისა და შიგთავსის დაზიანების ხარჯებსაც, რაც მომხმარებელს ეხმარება მოულოდნელი ფინანსურირისკებისგან თავი სრულად დაიცვას.

 

 

 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები