ალბანეთში ექსპორტი 612%-ითაა გაზრდილი, ხოლო იმპორტი 21%-იან კლებას აჩვენებს.
საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ ალბანეთში ექსპორტზე 340.33 ათასი დოლარის პროდუქცია გაიტანა, მაშინ როდესაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 47.77 ათასი დოლარი იყო. შესაბამისად ზრდა 612.4%-ია. მიმდინარე სტატისტიკით, საქართველოდან ალბანეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი სპეციალური დანიშნულების მექანიკური მოწყობილობებია, რომელზედაც მთელი ექსპორტის 39%-ი მოდის.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ალბანეთში ყიდის:
2024 წლის იანვარ-აგვისტოში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ალბანეთიდან იმპორტი 20,6%-ითაა შემცირებული. მიმდინარე წლის რვა თვეში საქართველომ ალბანეთიდან 1,001.09 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, ხოლო 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1,260.86 ათასი დოლარის.
ალბანეთიდან ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი მადნები და ქრომის კონცენტრატები, რომელზედაც ამ ქვეყნის იმპორტის 97%-ი მოდის.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ალბანეთიდან ყიდულობს:
უახლესი