ახალი ზელანდიის ხელისუფლება ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის განახლებადი წყაროებიდან მიწოდებაზე გადასვლის დასაფინანსებლად 1,2 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს.
მედიის ცნობით, ამის შესახებ ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა კრის ჰიპკინსმა განაცხადა.
განახლებადი ენერგიის წყაროებზე სრული გადასვლის უზრუნველსაყოფად შეიქმნება სპეციალური ფონდი დაფინანსების მოცულობით 2 მილიარდი NZ (1,2 მილიარდი აშშ დოლარი) და ასევე შეთანხმება ამერიკულ საინვესტიციო კომპანია BlackRock-თან.
„ახალი ზელანდიის მთავრობა ითანამშრომლებს მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტორთან კლიმატის ინფრასტრუქტურისა და სუფთა ტექნოლოგიების სფეროში, რათა გახდეს პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც მიიღებს ენერგიის 100%-ს განახლებადი წყაროებიდან“, - თქვა ჰიპკინსმა.
პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი ფონდი მისცემს "ადგილობრივ ინოვაციურ კომპანიებს განვითარების დიდ შესაძლებლობებს, რათა გააძლიერონ ქვეყნის ეკონომიკა და შემცირდეს ემისიები".
„მსოფლიო კლიმატის ცვლილების შედეგების წინაშე დგას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანს ხდის ინვესტიციებს სუფთა ტექნოლოგიებში და ახალი ზელანდიის მდებარეობა ხელსაყრელია ასეთი ინვესტიციების მოსაზიდად“, - თქვა ჰიპკინსმა.
უახლესი
3 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი