დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Airbnb-ის ოფიციალური მონაცემებით, იანვარში საქართველოში  განთავსების ობიექტის დატვირთვის მაჩვენებელი გაიზარდა

Airbnb-ის ოფიციალური მონაცემებით, იანვარში საქართველოში განთავსების ობიექტის დატვირთვის მაჩვენებელი გაიზარდა

27-02-2025 13:16:00

 

დაჯავშნის საერთაშორისო პლატფორმის Airbnb-ის ახალი მონაცემებით, 2025 წლის იანვარში, საქართველოში, პლატფორმაზე რეგისტრირებული განთავსების ობიექტების  დატვირთვის კოეფიციენტი გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

Airbnb-ის მონაცემებით, იანვარში,  მთელი ქვეყნის მასშტაბით, დატვირთვის მაჩვენებელი 36%-ს შეადგენს, ზრდა წინა წელთან შედარებით 2.8%-ით მეტია, საერთაშორისო პლატფორმის კვლევით თბილისის დატვირთვის მაჩვენებელი 38%-ია,  ზრდა წინა წელთან შედარებით 6.4%-ით მეტია. 

2025 წლის იანვრის თვის მონაცემებით, საქართველოში Airbnb-ის პლატფორმაზე რეგისტრირებულია 11,291 განთავსების ობიექტი, აქედან თბილისში 5,167.

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები