დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აღმოსავლეთ საქართველოს გემოები – გასტროლები რესტორან დერგში

აღმოსავლეთ საქართველოს გემოები – გასტროლები რესტორან დერგში

01-06-2024 11:53:00

გიზიარებთ ბლოგს: შეფი დიმიტრი რჩეულიშვილი აგრძელებს კულინარიულ მოგზაურობას საქართველოში: თბილისიდან არც ისე შორს – ქიზიყში დიმიტრის უმასპინძლა ადგილობრივი კერძებით სახელგანთქმულმა რესტორანმა – დერგი.

გასტროლების ახალი ეპიზოდის სტუმარია ცნობილი YouTube არხის, Hungryman-ის წევრი, თორნიკე ჭყონია, რომელიც დიმიტრისთან ერთად ეცნობა აღმოსავლეთ საქართველოს გამორჩეულ გემოებს, რესტორანი დერგი კი ამისთვის საუკეთესო ადგილია.

რესტორნის ინტერიერი იმეორებს ადგილობრივ კულტურულ მახასიათებლებს, კარგად გადმოსცემს იმ გამორჩეულ კოლორიტულ სულს, რაც ქიზიყის და ზოგადად მთელი მხარის განუყოფელი კულტურული ნაწილია.

„იდეა წამოვიდა ოჯახიდან, ქიზიყიდან ვართ და ძალიან გვინდოდა, ჩვენი მეგობრებისთვის გაგვესინჯებინა ადგილობრივი კერძები; მერე აღმოჩნდა ისე, რომ ჩვენს რესტორანში ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა და არა მხოლოდ მეგობრები.“ – ასეთია რესტორნის შექმნის ისტორია და ეს ოჯახური გარემო, ოჯახური ინერცია თითოეულ დეტალშიც კი თვალსაჩინოა.

ლობიოში მოხარშული პური, ჩაქაფული (როგორც დერგის შეფი ამბობს, ქიზიყის გაზაფხულის გვირგვინი), ხაშლამა, ნეკნის მწვადი, ფხალეულის გობი, გუდის ყველი – ეს არასრული ჩამონათვალია იმ კერძებისა, რომელთა ავთენტური გემოებიც აქცევს რესტორან დერგს ერთ-ერთ საუკეთესო რესტორნად კახეთში. არ უნდა გამოგვრჩეს დედას პურიც, რომელიც აბსოლუტურად ყველა კერძის თანმხლები და განუყოფელი ნაწილია.

რა ემოციები დარჩათ სტუმრებს დერგში სტუმრობის მერე, როგორ მოეწონათ ადგილობრივი კერძები და რა ქულები დაუწერეს თითოეულს – ნახავ გასტროლების ახალ ეპიზოდში.

გაითვალისწინებთ, რომ 15 ივნისამდე დერგში PLUS ბარათით გადახდისას 30-ჯერ მეტი PLUS ქულა დაგერიცხებათ!

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები