დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აღდგენითი სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია – TAV Georgia ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დიდთოვლობით დაზიანებულ სახურავზე

აღდგენითი სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია – TAV Georgia ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დიდთოვლობით დაზიანებულ სახურავზე

25-02-2025 13:16:00

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia დიდთოვლობის გამო, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ქალაქის მხრიდან, ცენტრალური შესასვლელის გადახურვის დაზიანებასთან დაკავშირებით მორიგ ინფორმაციას ავრცელებს და განმარტავს, რომ აღდგენითი სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია.

„გუშინ, საღამოს საათებში ინტენსიური თოვის დროს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ქალაქის მხრიდან, ცენტრალური შესასვლელის მსუბუქი გადახურვა დაზიანდა. არავინ დაშავებულა. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო რეისები გადადებული იყო და ასეა ამ მომენტშიც. შესაბამისად, როცა მსუბუქი გადახურვა დაზიანდა  აეროპორტის ტერმინალში არ იყვნენ მგზავრები და არც პერსონალის დიდი ნაწილი.  TAV Georgia  აქტიურ აღდგენით სამუშაოებს ატარებს.

ეს ამბავი გუშინ საღამოს, 6 საათისთვის მოხდა და მყისიერად მივაწოდეთ ინფორმაცია მედიებს. ამ დროისთვის სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია“, – აცხადებენ TAV Georgia-ში.

ბათუმის მერიის ინფორმაციით კი მთელი ღამის განმავლობაში ბათუმში მიმდინარეობდა ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები.

ასევე შეფერხებაა წყალმომარაგების ნაწილში, დაზიანდა 1000 მმ-იანი წყალმომარაგების ცენტრალური მილი, რომლის ლოკალიზებისა და ლიკვიდაციის სამუშაოები ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს. დღის განმავლობაში აღმოფხვრილი იქნებ დაზიანება და ეტაპობრივად აღდგება წყალმომარაგება. ამავდროულად ყველა შესაბამისი მუნიციპალური სამსახური აქტიურად მუშაობს, რათა მინიმალური შეფერხებები ჰქონდეს ჩვენს თანაქალაქელებს წყლის, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდების ნაწილში. გამოდარებასთან ერთად, გაიწმინდება ცენტრალური და მეორეხარისხოვანი ქუჩები, შესაბამისად აღდგება სატრანსპორტო მიმოსვლა და საგანმანათლებლო პროცესი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები