დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Ads მენეჯერის ერთი წელი - როგორ განვითარდა საქართველოს ბანკის შეთავაზებების პლატფორმა

Ads მენეჯერის ერთი წელი - როგორ განვითარდა საქართველოს ბანკის შეთავაზებების პლატფორმა

31-07-2024 19:52:00

ერთი წლის წინ საქართველოს ბანკმა ბიზნესს შეთავაზებების ახალი, რეგიონში უპრეცედენტო პლატფორმა - Ads მენეჯერი წარუდგინა. პლატფორმა ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, ფასდაკლების, ქეშბექის ან ქულების შეთავაზებები საქართველოს ბანკის იმ ციფრულ არხებშიგაუშვას, რომლებსაც უკვე 1 500 000-მდე მომხმარებელი იყენებს. ესენია: მობილბანკი, sCoolApp და Offers.bog.ge. ამ დროის განმავლობაში პლატფორმას არაერთი ფუნქციონალი და ინსტრუმენტი დაემატა, რამაც შეთავაზების შექმნისა და გამოქვეყნების პროცესი მნიშვნელოვნად გაამარტივა.

საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტების owner-ი, თორნიკე სამადაშვილი გვიამბობს, თუ როგორ განვითარდა Ads მენეჯერი დღემდე და როგორ ეხმარება იგი ბიზნესებს გაყიდვების ზრდასა და ახალი მომხმარებლების შეძენაში.

„პირველ რიგში, კარგად ვხვდებით, რომ საქართველოს და არამარტო საქართველოს ბაზარზე ტექნოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური ლოიალობის პროგრამა დავნერგეთ. ახლა კი ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად მოსახერხებელი იყოს პლატფორმა და სწორედ ამიტომ მუდმივ რეჟიმში ვანახლებთ მას. მაგალითად, ახლახან Ads მენეჯერს ახალი ინსტრუმენტები დაემატა, მათ შორისაა მიზანზე ორიენტირებული კამპანია (ე.წ. presets), მიმდინარე ან დასრულებული შეთავაზებების ანალიტიკა, განახლებული Dashboard და ტურის ფუნქციონალი. ეს ცვლილებები რეალურად უმარტივებს მომხარებლებს Ads მენეჯერში ნავიგაციას. ასევე ჩვენ ბიზნესს ვთავაზობთ ჩვენ  ისტორიულ დატაზე წვდომას რომელიც შეთავაზების დაგეგმვის პროცესში გამოიხატება სხვადასხვა ტიპის შეთავაზებებით“, - ამბობს თორნიკე სამადაშვილი.

თორნიკე სამადაშვილი განმარტავს, რომ პლატფორმის ყველა განახლება მომხმარებლის მიერ გაჟღერებული სურვილებიდან გამომდინარეობს.

„რეალურად, განვითარების ღერძი, რომელზეც Ads მენეჯერი დგას, სწორედ მომხმარებლისგან ნაკარნახევი სასარგებლო მიგნებებია“.

შედეგად კი პლატფორმამ ბიზნესებს რამდენიმე მიზნის მიღწევის შესაძლებლობა მისცა, მათ შორისაა ახალი მომხმარებლების მოზიდვა, საშუალო შემოსავლის, გაყიდვების რაოდენობის, არსებული მომხმარებლების ლოიალურობის ზრდა და ა.შ. რაც მთავარია, ამ ყველაფერს ბიზნესი მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით ახერხებს. 

„მარკეტერებმა და ბიზნესის მფლობელებმა კარგად იციან, რომ ყველანაირი შეთავაზების საფუძველი მისი ანალიტიკაა, საიდანაც შევძლებთ, რეალურად დავინახოთ ჩვენი შრომის შედეგი და შევადაროთ კამპანიის პერიოდი არააქტიურ პერიოდს. Ads მენეჯერის ანალიტიკა მრავალფეროვან ინფორმაციას აერთიანებს, მათ შორისაა როგორც მომხმარებლის დემოგრაფიული მონაცემები, ისე გადახდებთან დაკავშირებული ანალიტიკა, რაც შეთავაზების ოპტიმიზაციის შესაძლებლობას იძლევა“.

თორნიკე ამბობს, რომ Ads მენეჯერის განვითარების პროცესში გადახდების მიმღები არაერთი ბიზნესისგანმიიღეს უკუკავშირი, რაც ხშირად „ობიექტურად კრიტიკული იყო და გუნდს პროდუქტის გაუმჯობესების პროცესში  დამატებით ძალას აძლევდა“.

თორნიკე სამადაშვილი ასევე ხსნის, თუ რა პროცესი დგას Ads მენეჯერის უკან.

„როგორც იცით, Ads მენეჯერში შექმნილი შეთავაზებები საქართველოს ბანკის ციფრულ არხებში ჩნდება. მათ შორისაა, საქართველოში ყველაზე დიდი აპლიკაცია - BOGAPP. ამ ყველაფრის უკან დგას ალგორითმი, რომელიც, ბიზნესის სეგმენტის მიხედვით, შეთავაზებას წარუდგენს სწორედ იმ სამიზნე აუდიტორიას, რომელსაც სხვა მსგავს ბიზნესებში გადახდები უფიქსირდება. თუკი მსოფლიოში ცნობილი სხვა სარეკლამო პლატფორმები მომხმარებლების ინტერესს მათი ციფრული კვალის მიხედვით ადგენენ, ჩვენ შემთხვევაში, ინტერესის ინდიკატორი განხორციელებული გადახდებია. ეს კი ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, ზუსტი სამიზნე აუდიტორია აღმოაჩინოს“.

თორნიკე სამადაშვილი ამბობს, რომ ახლა Ads მენეჯერის მომავალი ნათელია. პლატფორმა მალე კიდევ უფრო გაფართოვდება და ახალ ფუნქციონალებს შეიძენს. საქართველოს ბანკი კი განაგრძობს ბიზნესების საჭიროებების კვლევას და მათთვის ყველაზე ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას.

ისარგებლეთ საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით და შექმენით სამიზნე აუდიტორიაზე მორგებული შეთავაზებები მარტივად ამ ბმულიდან.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები