დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკაში კლებაა

ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკაში კლებაა

16-03-2023 11:46:41

საქსტატის 2022 წლის ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკას აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ გასულ წელს საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 204.6 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 361.1 ათასი ერთეული შეადგინა.

აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 3.3 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2022 წელს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 641.0 ათასით განისაზღვრა, რაც ასევე 3.3 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 39.5 პროცენტი თბილისის მაცხოვრებელია, 13.1 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 10.8 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი.

საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა თბილისში (საშუალოდ 317.0 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 230.9 ათასი ვიზიტი თვეში).

2022 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 248.3 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 9.8 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 13.9 პროცენტით და 182.4 ლარს უტოლდება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები