დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აჭარის 2023 წლის ბიუჯეტი პირველად  გადააჭარბებს 600 მლნ ლარს - თორნიკე რიჟვაძე

აჭარის 2023 წლის ბიუჯეტი პირველად გადააჭარბებს 600 მლნ ლარს - თორნიკე რიჟვაძე

20-07-2023 14:06:36

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კორექტირებული 2023 წლის ბიუჯეტი პირველად  გადააჭარბებს 600 მლნ. ლარს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე რესპუბლიკის ბიუჯეტის ზრდის ტენდენციებზე გაამახვილა ყურადღება.

მთავრობის მეთაურის განცხადებით ბიუჯეტის ზრდა იმ ეკონომიკური დადებითი ტენდენციების, ტურიზმისა და ბიზნესის ნდობის და აქტივობის დამსახურებაა, რომელიც არის როგორც ქვეყანაში, ასევე  რეგიონში. წინა წლებთან შედარებით  უკვე 2025 წლისთვის რეგიონის  რესპუბლიკური ნაერთი ბიუჯეტი არანაკლებ მილიარდი ლარი იქნება.

2023 წლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი, ცვლილებების შემდეგ, იზრდება და  600 549 400 ლარს შეადგენს.

„მინდა აღვნიშნო, რომ  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში წარვადგენთ  კორექტირებულ 2023 წლის ბიუჯეტს და ის პირველად  გადააჭარბებს 600 მლნ. ლარს. რაც ნიშნავს, რომ ჩვენ პრაქტიკულად გავაორმაგეთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი, რაც მოგვცემს საშუალებას, კიდევ უფრო მეტი სოციალური და ჯანდაცვის პროგრამა განვახორციელოთ, კიდევ უფრო მეტი სკოლა ავაშენოთ, კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას დავუფინანსოთ სწავლა, კიდევ უფრო მეტი გზა დავაგოთ და რაც ყველაზე მთავარია, კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ რეგიონის განვითარებაზე და რეგიონის თითოეულ მაცხოვრებელზე, მათ კეთილდღეობაზე“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე.

აჭარის 2023 წლის ბიუჯეტის კორექტირების ფარგლებში 32 მლნ ლარზე მეტით იზრდება მუნიციპალიტეტზე გადასაცემი ტრანსფერების მოცულობა და შეადგენს 150 მლნ ლარს.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები