დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
6 თვეში ექსპორტში 20%-იანი ზრდა გვაქვს - „ჩელთი“

6 თვეში ექსპორტში 20%-იანი ზრდა გვაქვს - „ჩელთი“

30-07-2024 22:00:00

იანვარ-ივნისში ექსპორტში 20%-იანი ზრდა გვაქვს, ასევე ღვინის გაყიდვები გაიზარდა ადგილობრივ ბაზარზე,- ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „ჩელთის“ კომერციულმა დირექტორმა ანა მირიანაშვილმა განუცხადა.

„2024 წლის პირველი 6 თვე მნიშვნელოვანია იმითაც, რომ შევედით რამდენიმე ახალ ქვეყანაში. ასევე კომპანიის პროდუქცია აქტიურად იყო წარმოდგენილი გამოფენებზე. ვიყავით გერმანიაში, ჩინეთში, აშშ-ში. წლის ბოლომდე კიდევ გვაქვს დაგეგმილი ბევრი ღონისძიება“, - განაცხადა ანა მირიანაშვილმა.

2024 წლის მთავარი სიახლეა ის,რომ მეღვინეობა „ჩელთი“ თურქეთის ბაზარზე შევიდა. კომპანიის კომერციული დირექტორი ანა მირიანაშვილი Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ კომპანიის ღვინოები თურქეთის ჰორეკა სექტორში გაიყიდება. კერძოდ, მიშლენის ორი ვარსკვლავის მფლობელ რესტორანში.

ასევე „ჩელთის“ ღვინოები წარმოდგენილი იქნება სხვა რესტორნების ქსელებშიც.

როგორც ცნობილია, მეღვინეობა „ჩელთის“ საუკუნოვანი ისტორია აქვს. 1905 წლიდან ოჯახი ტრადიციას აგრძელებს და ღვინოს ტრადიციული და თანამედროვე მეთოდებით აწარმოებს. საოჯახო საქმიანობა კომპანიად 2001 წელს გადაიქცა და დღეს იგი ქართული ღვინის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბრენდს წარმოადგენს.

ცნობისთვის, მეღვინეობა ,,ჩელთის" ბრენდით 20 დასახელების პროდუქტი - ღვინო და ჭაჭა იწარმოება. კომპანიაში სტაბილურად 15 ადამიანია დასაქმებული, თუმცა გაცილებით მეტია იმ ადამიანების რაოდენობა, რომელსაც ,,ჩელთი" სეზონურ სამუშაოებზე ასაქმებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები