დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
5G-ის დასანერგად მეორედ გამოცხადებულ აუქციონში „მაგთიკომმა" გაიმარჯვა - ComCom

5G-ის დასანერგად მეორედ გამოცხადებულ აუქციონში „მაგთიკომმა" გაიმარჯვა - ComCom

18-10-2024 15:39:00

კომუნიკაციების კომისიამ, მე-5 თაობის მობილური ინტერნეტის, ე.წ. 5G-ის დასანერგად მეორედჩატარებულ  აუქციონში, N1 კომბინირებული ლოტის გამარჯვებულად „მაგთიკომი" გამოაცხადა. აღნიშნულილოტის საფასურმა ჯამში 48 802 257 ლარი შეადგინა. ოპერატორმა სრული თანხის 30% სახელმწიფობიუჯეტში უკვე გადაიხადა და 700 მჰც და 3410-3710 მჰც სიხშირული დიაპაზონით სარგებლობის ლიცენზია15 წლის ვადით მიენიჭა. დარჩენილი 70% კი „მაგთიკომმა" ლიცენზიის გაცემიდან ერთი წლისგანმავლობაში უნდა დაფაროს.

 

„მაგთიკომმა" განაცხადი ასევე შემოიტანა ცალკემდგომ ლოტებზე 700, 800, 3410-3710 და 2600 მჰცდიაპაზონებში, რომელთა აუქციონიც 21, 22 და 23 ოქტომბერს გაიმართება. სიხშირეების მოპოვებასთანერთად კი, „მაგთიკომი" ვალდებული იქნება მომდევნო 7 წლის განმავლობაში 5G ქსელით ეტაპობრივადდაფაროს საქართველოს მჭიდროდ დასახლებული პუნქტები, ტურისტული ზონები, პორტები, აეროპორტები,რკინიგზა და ძირითადი საავტომობილო გზები. ამასთან, 5G ქსელების აგებისას, კომპანიამ უნდაიხელმძღვანელოს ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ტექნიკური ნორმებით, რაც ქსელის მაღალ ხარისხსადა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

 

5G-ის დასანერგად აუქციონი სულ 17 ლოტზე იყო გამოცხადებული, რომლის ფარგლებშიც 700, 3410-3710,ასევე 2600 მჰც დიაპაზონების სიხშირული ზოლები იყო გამოტანილი. 17 ლოტიდან ორ კომბინირებულ, მათშორის ერთ კონკრეტულ და ერთ აბსტრაქტულ ლოტს ერთნაირი დაფარვის ვალდებულებები და ფასიჰქონდათ განსაზღვრული. ორივე მათგანი სიხშირული სპექტრის ორი განსხვავებული, 700 და 3410-3710მეგაჰერცი  დიაპაზონის ზოლებისგან შედგება და დასახლებული პუნქტების დაფარვის ერთნაირვალდებულებას ითვალისწინებს. გარდა 5G-ის დასანერგად გამოცხადებული ლოტებისა, აუქციონი ასევეგამოცხადებული იყო 800 და 2100 მჰც სიხშირულ დიაპაზონებში ლიცენზიის მოსაპოვებლად დამატებით 4ცალკემდგომ  ლოტზე. საგულისხმოა, რომ კომბინირებული ლოტის შეძენისას MVNO-ს დაშვებისსავალდებულო მოთხოვნა არ არსებობდა, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ლოტს MVNO-სვალდებულებით აირჩევდა, საწყის საფასურზე 20%-იანი ფასდაკლება იმოქმედებდა. „მაგთიკომმა" N1კომბინირებული ლოტი MVNO-ს სავალდებულო დაშვების გარეშე შეიძინა.

 

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს გამოცხადებულ 5G აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ „სელფი მობაილმა"მიიღო, რომლის ფარგლებშიც MVNO-ს დაშვების ვალდებულებასთან ერთად მოიპოვა ლიცენზია მეხუთეთაობის ტექნოლოგიის დასანერგად. დღეისთვის, „სელფი მობაილს" 5G ზუგდიდში, ბაკურიანში, გუდაურში,ბათუმში, ქობულეთში, შეკვეთილში, გონიოსა და  კვარიათში უკვე დანერგილი აქვს და ამ პროცესს კვლავაქტიურად აგრძელებს. გამომდინარე იქიდან, რომ ComCom-ისთვის ახალი თაობის ტექნოლოგიებისდანერგვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, კომისიამ გაითვალისწინა ოპერატორების მომართვა დაპირველი აუქციონიდან ერთი წლის შემდეგ, კომპანიებს მეორედ მისცა შესაძლებლობა მიიღონმონაწილეობა აუქციონში, დანერგონ მე-5 თაობის ტექნოლოგია და მომხმარებელს მაღალი ხარისხისმომსახურება შესთავაზონ.

 

5G - ეს არის უსადენო ახალი თაობის ინტერნეტ ტექნოლოგია, რომელიც უკვე არსებულ ტექნოლოგიებთანშედარებით, მნიშვნელოვნად  გაზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარეს,  შეამცირებს დაყოვნებას  დასაკომუნიკაციო სექტორთან ერთად, სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს ისეთ უმნიშვნელოვანესდარგებს, როგორიცაა: ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და სხვა.რაც, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებს.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები